დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ
კაია კალასი - იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება ყველა რელიგიისთვის სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი უნდა იყოს დაცული
ემანუელ მაკრონი ​- იერუსალიმში რელიგიური რიტუალების თავისუფლად აღსრულება ყველა რელიგიისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანის მიერ საუდის არაბეთში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დარტყმამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა ეს ობიექტი სათვალთვალო თანამგზავრებით სამჯერ გადაიღო
პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანის მიერ საუდის არაბეთში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დარტყმამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა ეს ობიექტი სათვალთვალო თანამგზავრებით სამჯერ გადაიღო

30.03.2026 ნახვები: 196

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ საუდის არაბეთში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დარტყმამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა ეს ობიექტი სათვალთვალო თანამგზავრებით სამჯერ გადაიღო.

ზელენსკიმ „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს გააზიარა უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ყოველდღიური მოხსენების ამონარიდი, რომლის მიხედვითაც, რუსულმა თანამგზავრებმა საუდის არაბეთში „პრინც სულთანის“ სახელობის საჰაერო ბაზა 20, 23 და 25 მარტს გადაიღეს.

26 მარტს კი ირანმა აღნიშნულ ბაზას დაარტყა, რის შედეგადაც 12 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა.

„ვიცით, რომ ერთხელ თუ იღებენ სურათს — ემზადებიან. თუ მეორედ — ეს სიმულაციას ჰგავს, მესამე კი ნიშნავს, რომ ამას ერთ-ორ დღეში შეტევა მოჰყვება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმისთვის.

„ეხმარებიან თუ არა ისინი ირანელებს? რა თქმა უნდა. რამდენი პროცენტით? ასი პროცენტით“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომს ელოდება, რადგან ნავთობის ფასების ზრდა და ამერიკული სანქციების ნაწილობრივი მოხსნა კრემლს დამატებით შემოსავალს აძლევს.

„ენბისი ნიუსი“ აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული სატელიტური გადაღებების შესახებ მტკიცებულებები არ წარადგინა და არც იმის შესახებ ისაუბრა, საიდან გახდა ეს უკრაინისთვის ცნობილი.

 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა