Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight
Russian forces lose another 1,220 troops in past 24 hours
Ukraine’s UNESCO envoy: Russia’s membership unacceptable over cultural heritage crimes
Intelligence officers capture two more Russian soldiers in Zaporizhzhia sector
Russia tries to blackmail Europe and world with 'little green men' – intelligence
Russia uses migration pressure to recruit foreigners into its army – Ukrainian intelligence

ირანი რეგიონში აშშ-ის ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

25.03.2026 ნახვები: 174

ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად რეგიონში აშშ-ის ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმებისთვის რეპარაციას, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და ყველა სახის სანქციის მოხსნას ითხოვს.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ირანი გარანტიებს ითხოვს, რომ ომი თავიდან აღარ დაიწყება და ასევე, ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს შეწყვეტს.

წყაროების განცხადებით, ირანის მოთხოვნები ახალ შეთანხმებას მოიცავს, რომლითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გასვლისთვის გადასახადს დააწესებს.

ამასთან, ირანი თავისი ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეზღუდვაზე უარს ამბობს და შესაძლო შეთანხმება მის ბირთვულ პროგრამას არ ეხება.

ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

გეგმის თანახმად, ირანმა ბირთვული პროგრამა უნდა დაასრულოს, ბალისტიკური რაკეტების პროგრამა შეზღუდოს და ასევე, რეგიონში მისი „პროქსი“ ძალების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა