საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ელენე ხოშტარიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება
ბენიამინ ბეთანიაჰუ - ნებისმიერ ვითარებაში ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დავიცავთ
თეთრი სახლი - ირანთან დაკავშირებით სიტუაცია ცვალებადია
ფუტკრის სკასავით აფუთფუთებული და აჯანყებული დღევანდელ საქართველო - ნატა აფციაურის რეპორტაჟი
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი მიმართვას ავრცელებს
საპატრიარქო - სიონის ტაძარში, 40 დღის განმავლობაში, სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე

თეთრი სახლი - ირანთან დაკავშირებით სიტუაცია ცვალებადია

24.03.2026 ნახვები: 212

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით სიტუაცია ცვალებადია და რომ აშშ-სა და ირანის არცერთ უმაღლეს ლიდერს შორის ოფიციალური შეხვედრები არ გამოცხადებულა.

„ეს არის მგრძნობიარე დიპლომატიური დისკუსიები და აშშ პრესის მეშვეობით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“, - განუცხადა BBC-ს თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლევიტმა.

მისი თქმით, შეხვედრებთან დაკავშირებული სპეკულაციები საბოლოოდ არ უნდა ჩაითვალოს.

„სიტუაცია ცვალებადია და შეხვედრების შესახებ სპეკულაციები არ უნდა ჩაითვალოს საბოლოოდ მანამ, სანამ მათ ოფიციალურად არ გამოაცხადებს თეთრი სახლი“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ. ტრამპის ცნობით, აშშ მოლაპარაკებებს „პატივსაცემ ადამიანთან“ აწარმოებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა