National Bank demands Hungary to release Oschadbank cash-in-transit employees
Russia loses 950 troops, one air defense system in war against Ukraine over past day
Chaos in Middle East begins with Russia – Kallas
Marshal of Sejm of Poland and President of Romania discuss support for Ukraine
SSU reveals attack on Novorossiysk port: Russian frigate can no longer fire Kalibr missiles
Hungarian authorities take seven Ukrainian citizens hostage – Sybiha
MFA warns Hungary against using prisoner issue for political gain
ანდრეი სიბიგა - უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა

ადმირალი ბრედ კუპერი - აშშ-მა დაასუსტა ირანის საჰაერო თავდაცვა

04.03.2026 ნახვები: 247

აშშ-მა დაასუსტა ირანის საჰაერო თავდაცვა და გაანადგურა ირანის ასობით ბალისტიკური რაკეტა და დრონი, გავანადგურეთ 17 ირანული გემი, – ამის შესახებ ადმირალმა, ბრედ კუპერმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 2 000 სამიზნეს დაარტყეს და 17 ირანული გემი გაანადგურეს.

„ათწლეულების განმავლობაში ირანის რეჟიმი ავიწროებდა საერთაშორისო გადაზიდვებს. დღეს არაბეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში ან ომანის ყურეში არცერთი ირანული გემი არ იმყოფება და ჩვენ არ გავჩერდებით“, – განაცხადა კუპერმა.

მისი თქმით, ოპერაციაში 50 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი და 200-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავია ჩართული, დარტყმები 24 საათის მანძილზე, ყოველ წამს მიმდინარეობს.

ამასთან, ადმირალმა აღნიშნა, რომ ირანმა საპასუხოდ, სხვადასხვა მიმართულებით 500-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 2 000-ზე მეტი დრონი გაუშვა.

„ისინი განურჩევლად, მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ოპერაციების ჩატარებას“, – აღნიშნა კუპერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა