რომან გოცირიძე - “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა
War update: 230 combat engagements on front line over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,280 over past day
Mission Control system records more than 2,800 strikes per day – Defense Ministry
IMF approves new $8.1B financing program for Ukraine – Svyrydenko
Polish military aid for Ukraine reaches more than €3.5 – Sikorski
Rada reinstates EU-Ukraine agreement on scientific and technological cooperation
Partisans hit Russian army communications facility near Sevastopol

დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებული სამხედრო ვარიანტების შესახებ ინფორმაცია მიიღო

27.02.2026 ნახვები: 182

აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის რანგში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებს ხელმძღვანელობს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში შესაძლო სამხედრო ვარიანტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, - ABC News-ის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა.

გამოცემა კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კუპერის გარდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი და ტრამპის მთავარი სამხედრო მრჩეველი დენ კეინი.

წყაროებმა ABC News-ს განუცხადეს, რომ ტრამპის ვარიანტებს შორისაა ბალისტიკური რაკეტების გამშვებ ადგილებსა და ბირთვულ ობიექტებზე შეზღუდული დარტყმა, როგორც ერთგვარი გაფრთხილება, რათა, ამ გზით, თეირანი აიძულონ, ტრამპის მოთხოვნებს დასთანხმდეს. ასევე განიხილება მასშტაბური ოპერაცია, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიდი რაოდენობით სამიზნეებზე დარტყმებს ითვალისწინებს.

გარდა ამისა, მათ აღნიშნეს, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე „რესპუბლიკელმა“ და ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამდებობის პირმა პირადად მოუწოდა ისრაელს, რომ ირანზე დარტყმის ინიციატივა თავად აიღოს, აშშ-ის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების ნაცვლად.

წყაროების მტკიცებით, თუ ასეთი სცენარი განვითარდება, ისრაელის ხელმძღვანელობით ირანის სამიზნეებზე პირველი დარტყმა არა მხოლოდ დიპლომატიური იძულების ფორმას წარმოადგენს, არამედ ასეთმა დარტყმებმა ასევე შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს ირანის საჰაერო თავდაცვის დიდი ნაწილი, თუ ტრამპი გადაწყვეტს რეჟიმის დამხობის მიზნით გაცილებით ხანგრძლივი სამხედრო კამპანიის გაგრძელებას.

ანალიტიკოსების თქმით, ასეთი ოპერაცია შეიძლება კვირების განმავლობაში გაგრძელდეს და უკიდურესად სარისკო იყოს იმის გარანტიის გარეშე, რომ ირანში აშშ-ის ინტერესებისთვის უფრო ხელსაყრელი მთავრობა ჩამოყალიბდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა