ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ
წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარს იტყვის, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულმა ბიურომ „გრანტების კანონის“ საფუძველზე ჟურნალ "ინდიგოს" მიმართ წარმოება დაიწყო - რედაქცია
ე.წ. "ვისკის საქმის" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“
ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III დაეხმარა

რუსტემ უმეროვი - კურსკში არც ერთი უკრაინული ქვედანაყოფი არ არის ალყაში

17.03.2025 ნახვები: 407

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში არც ერთი უკრაინული ქვედანაყოფი არ არის ალყაში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ თავდაცვით მოქმედებებს და აკონტროლებენ მტრის მნიშვნელოვან ტერიტორიას.

"ჩვენი ძალების შენარჩუნების მიზნით, განვახორციელეთ დაგეგმილი ხელახალი განლაგება უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე. ამჟამად არც ერთი ქვედანაყოფი არ არის ალყაში და განცხადებები „ალყაში მოქცეული ათასობით უკრაინელი ჯარისკაცის" შესახებ არ შეესაბამება რეალობას“, - აღნიშნა უმეროვმა.

მისი თქმით, რუსებმა მსგავსი ინფორმაცია 2024 წლის შემოდგომაზე BRICS-ის სამიტზეც გაავრცელეს, მაგრამ ეს არც მაშინ არ დადასტურდა.

„რუსეთი ახლა ისევ ავრცელებს პროპაგანდას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ დაცვას და ასევე განვახორციელებთ შეტევით მოქმედებებს მტრის ფლანგებზე, რათა არ მოხდეს მათი წინსვლა ჩვენს ტერიტორიაზე“, - დასძინა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა