რომის პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა
ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა
Ukrainian Parliament ratifies Ukraine-U.S. minerals deal
CinC Syrskyi briefs EU Military Committee Chairman on frontline situation, AFU reforms
Putin’s ‘parade ceasefire’ proves to be farce – Ukraine’s FM
Zelensky: As Ukraine keeps fighting for its life, Moscow hosts “parade of bile and lies”
U.S. Treasury chief tells Congress he sees Putin as “war criminal”
Political manipulation: Zelensky’s Office chief on Kremlin's proposal for 3-day ceasefire

პირი, რომელიც წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის დროს დაიჭრა, კლინიკიდან გაწერეს

15.03.2025 ნახვები: 324

პირი, რომელიც წუხელ, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის დროს დაიჭრა, კლინიკიდან გაწერეს.

აღნიშნულის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განაცხადეს.

მათი განმარტებით, დაჭრილ მამაკაცს ჭრილობა დაუმუშავდა და ბინაზე გაეწერა.

რაც შეეხება თავად ფაქტს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლევან ჯანგველაძე მოკლეს. ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერიდან ჩანს, თუ როგორ ჩაუსაფრდა მას მამაკაცი, რომელსაც სახე დამალული არ ჰქონდა, როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან და შემდეგ, როგორ ტოვებს ის ფეხით შემთხვევის ადგილს.

ადგილზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ცნობით, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.

სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პირი. დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ, მოკლული ჯანგველაძის თანმხლები იყო.

არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა.

პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მის დასაკავებლად სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც  შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იპნ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა