ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა
Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte

პუტინმა ტრამპი მოატყუა - უკრაინის გენშტაბი კურსკში სამხედროების ალყაში მოქცევას უარყოფს

14.03.2025 ნახვები: 546

კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება და ამის საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ცნობები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის მიერ უკრაინული ქვედანაყოფების ვითომდა „ალყაში მოქცევის“ შესახებ რეალობას არ შეესაბამება და რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვისა და უკრაინასა და პარტნიორებზე ზეწოლისთვის იქმნება. დღის განმავლობაში ვითარება არსებითად არ შეცვლილა…

ჩვენი მებრძოლები იგერიებენ მოწინააღმდეგის შეტევით ქმედებებს და ეფექტიანად ურტყამენ მას იარაღის ყველა სახეობიდან. მიმდინარე დღის დასაწყისიდან კურსკის მიმართულებაზე 13 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს”, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერმა, დმიტრი ლიხოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსების მიერ პირველად არ ხდება კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. მან გაიხსენა, რომ 2024 წლის 25 ოქტომბერს პუტინმა განაცხადა, თითქოს კურსკის ოლქში „ორი ათასი უკრაინელი სამხედრო იყო ალყაში მოქცეული.

უკრაინის გენშტაბის განცხადებამდე, გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება. 

ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედროა ალყაშემორტყმული რუსეთის სამხედროების მიერ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვა, რომ ისინი დაინდოს.

„ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ. ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს - მაგრამ, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ, და ძალიან ცუდ და დაუცველ პოზიციაში არიან. მტკიცედ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ისინი დაინდოს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომიდან არ ყოფილა“, - წერს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა