პოდოლიაკი ცხვირს ნუ ყოფს სხვის საქმეში-დავითულიანი
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს-სერგეი შოიგუ
უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა
შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, სიტყვა რეჟიმი სწორად გამოიყენა-

გურამ მაჭარაშვილი: მოუწიათ, ორჯერ გახდნენ პუფები - ერთხელ შემოვიდნენ და ახლა მეორედ შემოდიან

02.02.2022 | 10:55

„ნამდვილად უხერხულია, კიდევ ის არის უხერხული, ასეთი ტიპის ოპოზიცია რომ არსებობს. უხერხულია, რომ ერთი წლის წინ თავად ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწია აქ ჩამოსვლა, რომ მოეწოდებინა პარლამენტის წევრი ოპოზიციონერებისთვის - ემუშავათ. უხერხულია ისიც, დიპლომატიურმა კორპუსმა მოუწოდოს ოპოზიციას, რომ კონსტრუქციული უნდა იყოს როცა შევა პარლამენტში", - ამის შესახებ "ნეიშენ ჯორჯია"-სთან ინტერვიუში „ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ბატონო გურამ, გაგიხარდათ თუ არა ენმ-ის დაბრუნება პარლამენტში?

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს. საწმუხაროდ, თავად ჩაიგდეს თავი კომიკურ მდგომარეობაში. ჯერ არ შემოდიოდნენ, მერე შემოვიდნენ და გვეზარება მუშაობაო და ისევ გავიდნენ. მერე, ქუჩაში ხალხის მხარადჭერა რომ ვერ დაინახეს, ახლა ისევ გადაწყვიტეს მოდი შევიდეთო. სიმართლე გითხრათ საზოგადოებასაც აღარ აინტერესებს და ჩვენი ინტერესის სფეროც ნაკლებად არის. იმიტომ რომ ბევრი გამოწვევა აქვს ახლა მსოფლიოს, რეგიონს და მათ შორის საქართველოს.

თქვენ მათ გასვლას ეზარებოდას უწოდებთ, ოპოზიცია კი - ბოიკოტს.

საზოგადოებამ ხომ იცის, ხომ დაიანახა. ჯერ არ შემოდიოდნენ, მერე შემოვიდნენ, დაიანახეს რომ საგნობრივი განხილვა მათი თემა არ იყო, ანუ ვერაფერი საგნობრივი, ცივილიზებული ფორმით ვერ მოახერხეს, ხან სკამებზე ახტნენ, ხან მაგიდებზე, ხან რუსული ჰიმნი ჩართეს. ეს ხომ ჩემი სიტყვები არ არის ეს არის ფაქტი - საზოგადოება ამას უყურებს.
მათ შეიძლება მომხრეები ჰყავთ, მაგრამ რადიკალიზმის მომხრეები ეს ხალხი არ არის. ოპოზიციამ თავი უნდა მოაწონოს საზოგადოებას, რომ ჩვენზე უკეთესები არიან.

ბატონო გურამ, თქვენ მათ მაგიდაზე ასვლას ახტომას უწოდებთ და ოპოზიცია ამას პოლიტიკურ აქტს არქმევს.

ისინი 2008 წლის წაგებულ ომს მოგებას უწოდებენ, ქუჩაში დახოცილ ადამიანებს - შეცდომას უწოდებენ... მაგრამ ისინი რას უწოდებენ ეს ხომ არ არის მთავარი? ხალხმა დაიანახა მათი სახე და იმიტომ გაუშვა. იქაც ვერ ისვენებენ და როგორც ჩანს მომავალ არჩევნებზე საზოგადოება ალბათ იქედანაც გაუშვებს სადაც ახლა არიან.

თქვენი თქმით, ენმ შეიძლება პოლიტიკური ველიდან გაქრეს? ის ხომ ძლიერი და ყველაზე ბევრი მხარდამჭერის მქონე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა?

მე კი არ ვფიქრობ, თვითონ იფიქრეს ასე და რომ დაფიქრდნენ მერე მოუწიათ, კუთხეში დამდგარიყვნენ. მაგათი სიტყვები ვინც შევა პარლამენტში პუფები იქნებიან, ჩემი სიტყვები ხომ არ არის?! მოუწიათ რომ ორჯერ გახდნენ პუფები, ერთხელ შემოვიდნენ და ახლა მეორედ შემოდიან... კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ჩვენი განხილვის თემა, ამას უყურებს საზოგადოება, მერე არ უნდა გაუკვირდეს ოპოზიციას, რომ საზოგადოება მათ მხარს არ უჭერს.

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც რომ ვისაუბროთ, რუსეთი არ არის ნახსენები, ოპოზიციისთვის და ქართული საზოგადოების მნი9შვნელოვანი ნაწილისთვის, ეს მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.

აქაც იგივე სიტუაცია... ხომ ხედავთ, დღის წესრიგი არ გააჩნიათ სამწუხაროდ. ეს რომ გექნება მთავარ საკითხად სახელწოდება რა ჩაწერო და რა არ ჩაწერო - ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისი აქვთ და უნდათ რომ ნებისმიერ საკითხზე დაიწყონ საუბარი.

უკრაინის მხარდამჭერი რეზულოცია, უკრაინის მთავარი საფრთხის რუსეთის ხსენების გარეშე როგორ გამოვა?

მხარდამჭერი თუა მხარი უნდა დაუჭირო.

რუსეთია ხომ საფრთხე და ამ რეზოლუციაში ეგ თუ არ ახსენეთ, რა გამოდის?

თვითონ ამბობენ, რომ დიპლომატიური ენა აუცილებელია... ბევრი მათგანი არის დიპლომატი, მაგრამ სწორედ გასაკვირი ეგ არის რომ დიპლომატიური ენა როცა არის, იქ პირდაპირ კი არ უნდა ისაუბრო, იქ დიპლომატიურად უნდა ისაუბრო.

და დიპლომატიურ ენას რატომ სცდება რუსეთის ხსენება?

ნახეთ, ეს უნდა იყოს მოზომილი, სწორი.

ანუ?

ანუ დიპლომატიური ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი - უკრაინის მხარდამჭერია, მეორე - ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო ესკალაციას უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამიტომ გასაგებია მათი წინადადება, მისაღები არ არის თორემ, გასაგებია.

და თუ გასაგებია, მისაღები რატომ არ არის?

იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისი აქვთ, გამომდინარე აქედან უკრაინის რეზოლუცია კი არა, ნებისმეირი კანონპროექტი რომ შესულიყო რაღაცა უნდა მოეძებნათ.

ბატონო გურამ, ისიც უხერხული ხომ არ არის, რომ ერთი პატარა ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ რამდენიმე რეზოლუციაზე მუშაობს? ის, რომ აქ ერთმანეთში ვერ შევთანხმდით...

ნამდვიალდ უხერხულია და კიდევ, ის არის უხერხული ასეთი ტიპის ოპოზიცია რომ არსებობს. უხერხულია, რომ ერთი წლის წინ თავად ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწია აქ ჩამოსვლა, რათა მოეწოდებინა პარლამენტის წევრი ოპოზიციონერებისთვის - ემუშავათ. უხერხულია ისიც, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოუწოდოს ოპოზიციას, რომ კონსტრუქციული უნდა იყოს, როცა შევა პარლამენტში.

ამ დროს პასუხისმგებლობა თქვენზეა, მმართველ პარტიაზე და ყველანაირი უხერხულობის გადაბრალება ოპოზიციაზეც უხერხულია ბატონო გურამ.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე პასუხისმგებლობა ვის აქვს, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა, განსხვავებით მათგან. ისინი როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ის სავალალო შეცდომები რაც დაუშვეს, ამის გამო აქედან 40 კილომეტრში დგას რუსული ბაზები.

ყოველთვის მინდოდა მეკითხა თქვენთვის: როცა საუბრობთ, რომ ძლიერი ოპოზიცია საჭიროა, „ქართული ოცნება" სულ ხელისუფლებაში ხომ ვერ იქნებაო, მაინტერესებს ამას გულწრფელად ამბობთ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ძლიერი ოპოზიცია გჭირდებათ?

იცით, რა, ამას მე კი არ ვამბობ, ამას ამბობს დემოკრატიის პრინციპი, ამას ამბობებ საერთაშიროსო პარტნიორები.

თქვენ ხომ ამას აქტიურად იმეორებთ - ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია...

აუცილებლად, სიძლიერეში თქვენ რას გულისხმობთ გააჩნია...

ეგ უფრო საინტერესოა, თქვენ რას გულისმხობთ?

სიძლიერეში მე ფიზიკურად ძლიერ ოპოზიციას არ ვგულისხმობ - მეშოკები მოიტანოს პარლამენტთან და აჯანჯღალოს კარები. სიძლიერეში, რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ პროფეისონალიზმს, ჯანსაღ კრიტიკას.

ნაწილობრივ მეც ეგ ვიგულისხმე, თუმცა უფრო მეტი კომპონენტით...

რა თქმა უნდა, როცა მე, გამომაქვს კანონპროექტი თუ კი ძლიერად და ჯანსაღად შემეწინააღმდეგება ოპოზიცია, ბუნებრივია ეს კანონპროექტი უფრო კარგ სახეს მიიღებს. სწორედ ამას ვამბობ, საზოგადოება ამას უყურებს და როცა ხედავს, ოპოზიციას ცოტა მოძლიერდა, იმას მეტ ხმას აძლევს, შემდეგ არჩევნებზე უფრო მეტს. ასე ვითარდება დემოკრატია.

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე