პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და დამტკიცებას დღეს გეგმავს
ჯიმ ო ბრაიენი საქართველოშია
პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა
დღეს დუმილი სირცხვილია! - ბათუმის #2 საჯარო სკოლის თვითმართველობა

გიგი უგულავა - რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის

04.28.2024 | 23:26 ნახვები: 266

რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის - ნუ არევენ ქვეყანას! - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

უგულავას თქმით, ეს არის ისტორიული ბრძოლა და საქართველოს ყველა მოქალაქე ბედნიერია, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

„ყველას მინდა, გულწრფელად ვუთხრა ნიშნის მოგების გარეშე: ამ ტალღას ვერავინ გააჩერებს. საქართველოს რუსეთში უკან ვერავინ შეათრევს, ამიტომ ეს არ ექვემდებარება ამას. რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის. ნუ არევენ ქვეყანას. ამათ, როგორც ჩანს, მართლა ომი უნდათ - მთელ მსოფლიოს ომი გამოუცხადეს. ხალხს უნდა ევროპაში და საქართველო ივლის ევროპისკენ. ეს არის ჩვენი ისტორიული იდეა და შანსი. საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ერთად წავალთ ევროპაში. ესენი სთავაზობენ, რომ „ერთად რუსეთში“, არა მეგობრებო, ერთად ჩვენ წავალთ ევროპაში. ეს წყდება დღეს, ხვალ, ამ კვირებსა და თვეებში. ეს არის ისტორიული ბრძოლა და საქართველოს ყველა მოქალაქე ბედნიერია, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობის საშუალება მიეცა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, საკანონმდებლო ორგანოს წრე შემოარტყეს და ჯაჭვი შეკრეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა