ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
ანრი ოხანაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს - ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში
საია - სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა
დედაქალაქის მერია: მუხიანში ეზოები დაიტბორა, მდინარე გლდანულამ მოქალაქის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა
Financial Times ივანიშვილზე: საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება
რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით ანუ გძულდეს მოყვასი შენი!
კავკასიის უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობებს

თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას

04.25.2024 | 18:32 ნახვები: 261

ევროპარლამენტის რეზოლუცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არის იმის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ “ქართული ოცნება” ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას, საქართველო იყოს დემოკრატიული, ნატოსა და ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა და გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ”.

აქუბარდიას განმარტებით, შემაშფოთებელია ვიზალიბერალიზაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

“მოცემულობაში, როდესაც ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში პირობა ჰქონდა დადებული, რომ 9 ევროპულ ნაბიჯს შეასრულებდა, აქედან გამომდინარე დეკემბერში საქართველო შეძლებდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას, ამ ტიპის რეზოლუცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არის იმის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ “ქართული ოცნება” ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ნატოსა და ევროკავშირის წევრი. მათ შორის, ყველაზე შემაშფოთებელია ევროკავშირისგან გამოყოფილი დახმარების პირობითობის კონტექსტი. იმიტომ, რომ ევროკავშირი ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს მიმართულებით და კიდევ უფრო შემაშფოთებელია ვიზალიბერალიზაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, როდესაც ცალსახად ვიზალიბერალიზაციის გადახედვის და შეჩერების პირობებში არის ერთი მხრივ, ევროკავშირთან საგარეო ურთიერთობების დაზიანება და მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების გაუარესება ქვეყნის შიგნით. ამ მოცემულობას ქმნის “ქართული ოცნების” ის კანონი, რომელსაც აბსოლუტურად სამართლიანად შეერქვა “რუსული კანონი”, რადგან მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, რომ დღეს საქართველო ჩამოშორდეს დასავლურ ოჯახს, ნატოსა და ევროკავშირში წევრობას. ასევე, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველო გადაიქცეს ავტორიტარულ ქვეყნად ისე, როგორც არის რუსეთი. ამ მოცემულობაში ვერანაირი ყალბი გამჭვირვალობა ამას ვერ გაამართლებს.

რაც არ უნდა “ჩალის ფასი” უწოდონ ევროპარლამენტის რეზოლუციას, მოცემულობაში ჩვენ გვაქვს ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, ჯოზეფ ბორელის განცხადება და სახელმწიფო დეპარტამენტის რვა განცხადება”, - განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა