დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

04.25.2024 | 16:38 ნახვები: 238

ევროპარლამენტმა „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო 30-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

რა შესწორებებით იქნა რეზოლუცია საბოლოოდ მიღებული, ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან ევროპარლამენტს შესაბამისი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე არ გაუვრცელებია, თუმცა რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ „უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა გაეხსნას, სანამ აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მათ შორის უვიზო რეჟიმის გადახედვასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზეა საუბარი.

რეზოლუციის საბოლოო ტექსტს „ინტერპრესნიუსი“ მაშინვე შემოგთავაზებთ, როგორც კი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე მისი ოფიციალურად გამოქვეყნება მოხდება.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა