პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital

მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია

04.25.2024 | 13:14 ნახვები: 246

„მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია - ხომ ხედავთ როგორ შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან? „მონათა აღლუმში“ თქვენი ძალით ჩამოყვანით გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ყველანი უნდა ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის და ამასთან აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენი ამოცანა არის ერთიანობა და შეტევა“.

„ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს და ამიტომ „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა არის დამამცირებელი ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის. მე მინდა ვუთხრა, მაქსიმალურად ყველანი ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის, ის არის ერთი ხელის გაწვდენაზე. ხომ ხედავთ როგორ შეიცვალა მსოფლიოში სიტუაცია? ხომ ხედავთ როგორ შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან? „მონათა აღლუმში“ თქვენი ჩართვით და ძალით ჩამოყვანით ისინი გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს. გამცირებენ იმაშიც, რომ მომავალში ეს იქნება ძალიან სამარცხვინო აქტი, დღესაც სამარცხვინო აქტია. ერთი მხრივ, არის გულანთებული ახალგაზრდობა და მეორე მხრივ, არის ხელისუფლების მიერ მოწყობილი დემონსტრაცია უსიტყვო მორჩილების და მონობის. ამას აკეთებდა ალსან აბაშიძე. მე არასდროს ვაკეთებდი, ასლან აბაშიძე აკეთებდა. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის დღეს ერთიანობა და შეტევა,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ის ასევე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას შეეხო და 2009 წლის მოვლენები გაიხსენა.

„2009-ში გაიხსენეთ, თბილისი გადაკეტილი ჰქონდათ კარვებს. არა მხოლოდ ძალა არ გამოგვიყენებია, არამედ მე თვითონ გავედი პრეზიდენტის სასახლიდან, გადავედი სულ სხვა შენობაში, ქალაქის შესასვლელში და დავუთმე მთლიანი ცენტრი მანიფესტანტებს და მომიტინგეებს და არ ყოფილა ის, რომ პოლიცია რომ ამბობს, რომ „გზას არ გადავაკეტინებთ“ და ა.შ. ჩვენ მაშინ დავუთმეთ მათ ყველაფერი. რატომ ამას არ იხსენებენ? არ არის მოსახერხებელი გახსენება?,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა