დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ

04.25.2024 | 13:06 ნახვები: 220

ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს, ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევის უფლებაო. ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.

„რამდენიმე ათეული წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ასეთ საკითხებზე მოგვიწევდა სერიოზულად მსჯელობა. თუმცა, ფაქტია, რომ ამ თემებზე დღეს არა მხოლოდ სერიოზული მსჯელობა წარიმართება, არამედ ყველა, ვინც საპირისპირო პოზიციას გამოხატავს, ზუსტად ისევე ხდება დევნის ობიექტი, როგორც წარსულში ბოლშევიკები დევნიდნენ მოაზროვნე ადამიანებს და ეკლესიის მსახურებს.

საზოგადოდ, ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. ე.წ. ლიბერალისთვის სინამდვილეში სრულიად უცხოა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება და შემწყნარებლობა.

ამ მიდგომის გაგრძელებაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანია, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აქტიურად აწარმოებენ. ნარკოტიკები ადამიანში მოაზროვნე ინდივიდს კლავენ და მას ღირებულებებისგან დაცლილ სუბიექტად აქცევენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა