დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

ჯეიკ სალივანი „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას ადასტურებს

04.25.2024 | 08:39 ნახვები: 216

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ადასტურებს აშშ-ის მიერ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის საიდუმლოდ გადაცემას. ამის შესახებ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, როგორც უკვე სხვებისგან გსმენიათ, რომ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები მიგვეწოდებინა მათსავე სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. რაკეტების გადაცემა დაიწყო მარტში და სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. „ატაკამსები“ უკრაინაში უკვე ჩავიდა“, – განაცხადა სალივანმა

შეგახსენებთ, მანამდე „როიტერმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა. რაკეტები 12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებულ 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. უკრაინამ კი რაკეტები ბრძოლის ველზე 17 აპრილს, ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმისას გამოიყენა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა