ამინდი 5 მაისს
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers

ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ვგმობთ კანონის ხელახლა შემოღების მცდელობებს

04.24.2024 | 08:32 ნახვები: 223

ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას, და ვგმობთ ამ კანონის ხელახლა შემოღების მცდელობებს. ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს ამ დებატებმა გვაჩვენა, რომ ვიზიარებთ სურვილს დავინახოთ საქართველოს წარმატება მის რეფორმებში და მის ევროპულ გზაში. და ეს ასევე ქართველი ხალხის სურვილიცაა. ახლა გვჭირდება, რომ ქართველმა ლიდერებმა [ეს] შეასრულონ, ბევრი იმუშაონ რეფორმებზე, რათა მათ მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიონ.

კანდიდატ ქვეყნად ყოფნა ძალისხმევების ახალ დონეს მოითხოვს და ასევე მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ვალდებულებებს ზრდის. ამ შემოდგომაზე გაფართოების შესახებ შემდეგ ანგარიშამდე ევროკავშირი განხორციელებული რეფორმების მონიტორინგს გააგრძელებს.

მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქვეყანას რეფორმების ყველა ძალისხმევაში, მაგრამ ჩვენ ნათლად ვგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის სარგებლისთვისაა. და დღეს ჩვენ ვგმობთ კანონის ხელახლა შემოღების მცდელობებს, რომელიც წინა წელს უკვე დავგმეთ”, - განაცხადა ლენარჩიჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა