ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
ამინდი 6 მაისს
ამინდი 5 მაისს
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა

04.24.2024 | 08:23 ნახვები: 221

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79 სენატორმა 18-ის წინააღმდეგ. მხარდამჭერთა უმეტესობას დემოკრატები შეადგენენ.

პროცედურულად, კანონპროექტს ახლა ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რათა კანონად დამტკიცდეს და ამოქმედდეს. როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის კანონპროექტს ხელს მიღებისთანავე მოაწერს.

„დღეს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ინანიოს დღე, როდესაც ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

სენატის მიერ დამტკიცებული პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი.

ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, რომელიც ძირითადად, განკუთვნილია რეგიონში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად, განსაკუთრებით, ტაივანის წინააღმდეგ. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა