აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking
ამინდი 4 მაისს

საქსტატი - ოქტომბრის მონაცემებით, წლიურად ყველაზე მეტად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები შემცირდა

11.03.2023 | 12:53 ნახვები: 313

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე – 26.3 პროცენტით, პირადი ჰიგიენაზე – 5.7 პროცენტი.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 6.8 პროცენტით მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის, ისე 6.4 პროცენტით ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 4.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები 11.2 პროცენტი გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთებასა და ფაქტობრივ გადასახადზე საცხოვრებელზე – 9.9 პროცენტით.

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე – 4.8 პროცენტით და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 3.2 პროცენტით.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2-პროცენტიანი კლება, რაც -0.42 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. -24.4 პროცენტით შემცირდა ფასები ზეთსა და ცხიმზე. პური და პურპროდუქტები -8.8 პროცენტით გაიაფდა. ფასების -2.9-პროცენტანი კლება დაფიქსირდა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -1.2 პროცენტით გაიაფდა. ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე 15.3 პროცენტით, თევზეულზე – 6.9 პროცენტით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 6.0 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ფასებმა 5.9 პროცენტით მოიმატა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა