„მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა თანხის გაფლანგვას“ - ადვოკატი
„მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება“ - გიული ალასანია „პიჯაკების საქმის“ სასამართლოზე
პოზიტიურია, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიეცა საშუალება, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს - კელი დეგნანი
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა“ - ადვოკატი
„დღევანდელი სასამართლო სააკაშვილისთვის პოლიტიკური ტრიბუნა იქნება“ - გურამ მაჭარაშვილი
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენმდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორედ აირჩიეს
სააკაშვილის ადვოკატები „პიჯაკების საქმის“ დღევანდელ სასამართლოზე
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია

ლელა ჯეჯელავა: ყველა საფუძველი მაქვს ბრმად აღარ ვენდობოდე არცერთ მოძრაობას

11.03.2021 | 16:11

„რიონის ხეობის მცველები“, მწვანეები, გარემოსდამცველები და აქტივისტების ერთი ნაწილი მორიგ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ ონის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აანონსებენ. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი საქართველოში ჰესების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს პირდაპირ უკავშირებს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლას.

„გასული საუკუნის ბოლოდან ენერგეტიკა და გეოპოლიტიკა ერთმანეთზე ისე გადაჯაჭვული აღმოჩნდა, რომ  გარკვევაც ჭირს, სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე“, - აცხადებს NATION.GE- სთვის მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა და დასძენს, - „გარეთ 21-საუკუნეა, მარსის  ათვისება  მიმდინარეობს. ჩვენთან კი არაფერი იცვლება. ასე მოვდივართ „არა  ხუდონჰესიდან,  არა ნამახვანჰესამდე!“  

 

ქალბატონო ლელა, ბოლო დროს რამდენიმე თქვენი პუბლიკაცია გამოქვეყნდა ენერგეტიკის თემაზე. არ ბრძანდებით სფეროს სპეციალისტი, არც გარემოსდაცველი ხართ. ამის მიუხედავად, საზოგადოებისთვის თქვენი პუბლიკაციები ძალიან მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა. რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ენერგეტიკისადმი?

-       არის ასეთი ქართული  გამოთქმა: სიბერემდე სიქაჩლაეო, რომელიც  მუდმივად  გაურკვეველ თვითირონიას იწვევდა ჩემში და ახლა მივხვდი რატომაც - ვერასოდეს წარმოვიდგენდი ცხოვრებაში, რომ როდესმე ენერგეტიკის თემა ჩემი ინტერესისს საგანი გახდებოდა, მაგრამ  რადგანაც  განსაკუთრებით  გასული საუკუნის ბოლოდან ენერგეტიკა და გეოპოლიტიკა ერთმანეთზე ისე გადაჯაჭვული აღმოჩნდა, რომ  გარკვევაც ჭირს, სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე, ჩემი სურვილისაგან დამოუკიდებლად მიწევს  ცოტა უფრო ახლოდან  შევხედო  ამ კავშირს.  მაგალითისთვის, ამას წინათ გადავაწყდი პუბლიკაციას, რომელიც იუწყებოდა, რომ „რიონის ხეობის მცველები“  ახალი საპროტესტო აქციებისათვის ემზადებიან, ამჯერად ონის კასკადთან დაკავშირებით.  

დიახ, იმავე ვარლამ გოლეთიანის და მწვანეების ბოლო განცხადებებში, ნამახვანჰესის პროექტის ფაქტობრივად ჩაშლის შემდეგ, უფრო სწორად, რაც ENKA-მ გააკეთა განცხადება ხელშეკრულებიდან გასვლაზე, ომის კასკადის ხსენება ხშირად ხდება. მაგრამ ეს ხომ აქტივისტებისგან ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ აქვთ საკუთარი არგუმენტები.

-       მე გახლავართ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ იმედებს ამყარებს ამ ქვეყანაში სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებაზე. სამოქალაქო აქტივიზმის განვითარება არის სწორედ ქვეყნის განვითარების ერთერთი მამოძრავებელი წყარო.   ვგულშემატკივრობ  მწვანე მოძრაობასაც, რადგან  კარგად მესმის მისი როლი თანამედროვე მსოფლიოს  ეკოლოგიური უსაფრთხოებისათვის. მაგრამ  ეს სრულიადაც არ მათავისუფლებს ვალდებულებისაგან,   ვისაუბრო საფრთხეებზე, რისკებზე და  შეცდომებზეც, რომელსაც შესაძლოა, უშვებდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც და მწვანეებიც. მით, უფრო რომ   ერთგვარი იმედგაცრუება უკვე მივიღე საქართველოში  მემარჯვნე კონსვერატორულ  მოძრაობასთან დაკავშირებით.   

რა იმედგაცრუებაზე საუბრობთ?

-       ჩემი მსოფმხედველობით მე არ  ვარ ნეო-ლიბერალური  იდეოლოგიის მიმდევარი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ვარ ზომიერად მემარჯვენე  და ზომიერად კონსერვატორი, რაც ჩემი გაგებით არის სწორედ  ტრადიციული ლიბერალიზმი. მაგრამ როდესაც  ქართული პოლიტიკური სპექტრში  კონსერვატორული და ნაციონალური მიმართულების   პოლიტიკური  პარტიები და  ფიგურები პირდაპირ აღმოჩნდნენ მიბმულები რუსულ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე,  ყველა პირობა და საფუძველი მაქვს  ბრმად აღარ ვენდობედე არცერთ მოძრაობასა და  მიმართულებას, რომლის მიმართაც  სიმპათიები მაქვს. ამიტომ ბოდიშის მოხდით, მაგრამ   დიდი სიფრთხილით ვეკიდები  უკვე „რიონის ხეობის მცველთა“ ყველა  მოძრაობას, რადგან ისინი უკვე არაერთხელ იქნენ შემჩნეულები  სწორედ იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან და პერსონებთან ურთიერთობებში, რომლებიც ღიად არიან აფილირებულები საქართველოში რუსეთის ინტერესების განხორციელებასთან.  

ანუ პროცესებს სახელმწიფოს საფრთხეებს უკავშირებთ და პირდაპირ რუსეთს?

-       აქსიომაა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული    მის ენერგოდამოუკიდებლობასთან და უსაფრთხოებასთან.  აქედან გამომდინარე: რაც მეტად ვართ დამოკიდებული ენერგეტიკულად  ჩვენი უსფრთხოების დოქტრინით მტრად აღიარებულ ქვეყანაზე, მით მეტი რისკების წინაშე დგას ჩვენი ქვეყნის რეალური  უსაფრთხოება და სუვერენიტეტი.

მეორე ფორმულა, რომელიც  ცნობილია ენერგეტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტისათვის არის შემდეგი: ქვეყნის ენერგოდამოულიდებლობის ხარისხი  პირდაპირპროპორციულია ქვეყანაში არსებული  რესურსების ათვისების  ხარხისხთან.  ჩვენ ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყვანა ვართ და ამიტომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა სწორედ  ჰიდროელექტროენერგიის ოპტიმალურ გამოყენებაზე დაფუძნებით შეიძლება  იქნას მიღწეული. 

ეს გასაგებია, მაგრამ აქტივისტები ამ მიმართულებით საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ასევე არ უნდა იყოს მეორეხარისხოვანი.

-       ის რომ ჰიდროელექტროენერგეტიკის განვითარებას თან ახლავს  ლოკალური საფრთხეები, ეს  არ არის   „ევრიკას“  შეძახილის ტოლფასი  აღმოჩენა, მაგრამ   დღემდე ამის გამო არავის უთქვამს უარი ამ სახის ენერგიის წარმოებაზე, მათ შორის რუსეთსაც , რომელიც თავის ტერიტორიაზეც მაქსიმალურად იყენებს ამ რესურსს და   მოკავშირე ქვეყნებშიც ცდილობს  მაქსიმალურად აითვისოს ეს პოტენციალი. ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ  საკუთარ წვენში მოხარშვას, თორემ გარეთაც რომ ვიხედებოდეთ, გვეცოდინებოდა რა ტიპის   ენერგეტიკულ-გეოპოლიტიკური თამაშები მიდის ასევე სახალხო მღელვარების ფონზე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - მაგალითად სომხეთში, თორემ აუცილებლად მივხვდებოდით და ვიგრძნობდით პროცესების მსგავსებასა და საერთო მართვის ხელწერას.

ცნობილი ეკოლოგის   კომმონერის  მიხედვით, ადამიანის მიერ  ეკოლოგიურ პროცესში  ჩარევის  5 უმთავრესი საშიშროება არსებობს:

1.     ეკოსისტემის გამარტივება  და ბიოლოგიური ციკლის შეწყვეტა;

2.     გაფანტული ენერგიის კონცენტრაცია სითბურო  დაბინძურების ფორმით;

3.     ტოქსიკურ-მომწამლავი ნარჩენების  რაოდენობრივი ზრდა;

4.     ეკოსისტემაში ახალი უცხო სახეობის შეყვანა ხელოვნურად;

5.     ფლორასა და ფაუნაში  გენეტიკური ცვლილებების  პროვოცირება;

ცხადია, თუ რომელიმე სამრეწველო პროექტი  ამგვარი საფრთხეების შემქნელია, ის აუცილებლად უნდა  შეჩერდეს ან  მოხდეს მისი ტრანსფორმირება    ეკოლოგიური უსაფრთხოების რისკების შემცირების  საფუძველზე.   

აქტივისტები ლამის ყველა საფრთხეს ასახელებდნენ თუნდაც ნამახვანჰესის შემთხვევაში, თან თუ ყურადღების მიღმა დავტოვებთ ხელშეკრულების კაბალურობას.

-       არ ვიცი, რამდენად  შეესაბამება ნამახვანჰესის  ან ონის კასკადის   პროექტები ზემოთჩამოთვილ    ეკოლოგიურ რისკებს, მაგრამ ძალიან საეჭვოდ ჩანს, რომ საქართველოში ამჟამად დაკონსერვებული ყველა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ერთნაირად სახიფთო იყოს  ჩვენი ეკოსისტემისათვის. 

მესმის თქვენი არგუმენტიც, მით უფრო, რომ გარემოსცაცველები და აქტივისტები ვერ ასახელებენ თუნდაც ერთ პროექტს, რომელიც მათთვის მისაღებია. მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა, რა არის მათი პროტესტის რეალური მიზეზი?

-       ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკურს, ანდაც გეოპოლიტიკური რისკების სფეროა,  ვიდრე  ეკოლოგიურის.  

როდესაც ნამახვანჰესთან დაკავშირებულ საფრთხეებს ვეცნობოდი, ჩემზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ტვიშის  დატბორვისა და  ვაზის  უნიკალური ჯიშების გაქრობის საფრთხემ, მაგრამ როდესაც  ენკას რუკაზე დაყრდნობით, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, ჩავიხედე სიღრმეში, ასეთი მასშტაბური კატასტროფა  ტვიშის უნიკალურ ღვინოს ნამდვილად არ ემუქრება. 

მე  ეკოლოგებისა და მწვანეებისაგან ის უფრო მაინტერესებს, რიონის ხეობის  ეკოსისტემის ხელუხლებლად დატოვების შემთხვევაში რა პერსპექტივა აქვს ქვეყნის ეკონომიკას, რომ ეს  ეკოსისტემა ვაქციოთ გასაყიდ პროდუქტად  ეკო- ტურიზმის განვითარების,  სოფლის მეურნეობის განვითარების, მეღვინეობის განვითარების  თვალსაზრისით და არის თუ არა  მიახლოებით  მაინც დაანგარიშებული  რა მასშტაბის ზარალს ფარავს  ნამახვანჰესისის  გაჩერებით მიყენებულს. ან ონის კასკადის მშენებლობის შეჩერებით  დაკარგულ  შესაძლებლობებს  რა  ფორმით   აკომპენსირებს ქვეყნის ეკონომიკა? 

და თქვენი პასუხი თუნდაც ამ კითხვებზე რა არის?

-       მგონი სიახლე არ არის - განუვითარებელი ეკონომიკა განუვითარებელი ქვეყანაა.  გულწრფელად მაინტერესებს, „რიონის ხეობის მცველებს“, მწვანეებს და მათ გულშემატკივრებს, თუ უფიქრიათ, რომ პროტესტიც პასუხისმგებლობაა და ძალიან დიდი. თუ იფიქრეს, მაშინ  მზად უნდა ჰქონდეთ უკვე  ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების ალტერნატიული გზები დაანგარიშებული თავისი ეკონომიკური პარამეტრებით.    

სწორედ მათმა პროტესტმა,  საეჭვოდ  გადაჯაჭვულმა რუსულ გეოპოლიტიკურ ინტერსებთან - ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება და „რიონის ხეობის მვცელების“, მწვანეების და მათი გულშემატკივრების ვალდებულებაა არგუმენტირებულად გააქარწყლონ ეს ვარაუდი - მაიძულა  გამეგო, რომ უკვე არსებობს ციფრული ენერგეტიკის  ცნება, მათ შორის ციფრული ჰიდროენერგეტიკისა, რომლის დანაიშნულებაც გახლავთ უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდე შეამციროს რისკები და მაქსიმალურად უზრუნველყოს ჰიდროენერგეტიკული პროექტების  უსაფრთხოება.  

იქნებ, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისათვის თანამედროვე  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე უფრო მეტი გვეფიქრა და ეს  ენერგია ამაზე დაგვეხარჯა.

მშვენიერი სურვილია, მაგრამ რეალობაც ხომ ნათელია - წლებია უკვე გვესმის - „არა ჰესებს“, უფრო მეტიც - გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ქარის ელექტროსადგურები ფრინველების გადაფრენას შეუშლის ხელს, ხოლო მზის - ნიადაგს ხდის სამუდამოდ უნაყოფოს და დასხივებას იწვევს. რაღა დაგიმალოთ და ბევრმა გარემოსდაცველმა ისიც არ იცის რომ ჰიდროენერგეტიკა განახლებადი ენერგიის სფეროს განეკუთვნება.

-       გარეთ 21-საუკუნეა, მარსის  ათვისება  მიმდინარეობს. ჩვენთან კი არაფერი იცვლება. ასე მოვდივართ „არა  ხუდონჰესიდან,  არა ნამახვანჰესამდე!“  

ჩემი სურვილია ადამიანებმა უფრო მეტი იფიქრონ პრობლემებზე და საფრთხეებზე. ვსაუბრობ საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე.  იფიქრონ იმ პატრიოტულ გამოვლინებაზე, რომელიც თავისი შედეგებით სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიიმართება.

ბატონებო, სულ არ დავხარჯავდი ჩემი დროის არცერთ წუთს, რომ ამ  „არა ჰესებს“  „არა დამოუკიდებელ საქართველომდე“ არ მივყავდეთ. „რიონის ხეობის“ და ყველა ხეობის მცველობო, მაშინვე ხმალს ნუ იშიშვლებთ, დამარწმუნეთ, რომ ეს კითხვები უნიადაგოა და მერე  მეც თქვენს რიგებში ჩავეწერები!

ესაუბრა ზუკა ნემსაძე