ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
ანრი ოხანაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს - ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში
საია - სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა
დედაქალაქის მერია: მუხიანში ეზოები დაიტბორა, მდინარე გლდანულამ მოქალაქის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა
Financial Times ივანიშვილზე: საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება
რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით ანუ გძულდეს მოყვასი შენი!
კავკასიის უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობებს

ეროვნული ბანკი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს დადებითად აფასებს

09.08.2023 | 16:03 ნახვები: 388

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა და ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერებას ეხება.

„კვლევაში განხილულია ის გლობალური გამოწვევები, რომლებიც რეგიონის ქვეყნების ინფლაციის მაჩვენებელზე, Covid-19 პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად, მოქმედებს. თუმცა, რეგიონის ქვეყნებმა მონეტარული პოლიტიკის შედეგად ამ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი. კვლევაში დეტალურად განხილულია ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს მოდერნიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ საქართველო, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს მოდერნიზების კუთხით მოწინავე პოზიციას იკავებს.

ცენტრალურმა ბანკებმა უნდა შეიმუშაონ მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია, რომელიც ფასების სტაბილურობის მიზანს აკავშირებს პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან. ეს მოითხოვს გამართულ პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემას (Forecasting and Policy Analysis System – FPAS). კავკასიისა და ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნის (სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი) ცენტრალურმა ბანკებმა აღნიშნული სისტემის (FPAS) დანერგვაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

„ჩვენი მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ამ მიზნის მისაღწევად, მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს. ძალიან სასიხარულოა, რომ სსფ-ის უახლესი კვლევის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს მოდერნიზების კუთხით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ეს სწორედ ჩვენი პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა, მსურს, მათ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა, ჯიჰად აზურმა კვლევა სომხეთის ეროვნული ვალუტის, დრამის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე წარადგინა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა