რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მაქსიმ მარჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ოდესის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ“, – წერს მარჩენკო ტელეგრამში.
სახალხო დეპუტატის ანდრეი გონჩარენკოს ცნობით, დაღუპულია 13 წლის მოზარდი.
ამასთან, ოდესის საქალაქო საბჭოს ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა რელიგიური ნაგებობა.