არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

ღოღობერიძე: ისევე როგორც 9 აპრილს, დღესაც გვინდა "ცრემლის შეშრობა" ერთმანეთისთვის

ნახვები: 595 ღოღობერიძე: ისევე როგორც 9 აპრილს, დღესაც გვინდა "ცრემლის შეშრობა" ერთმანეთისთვის
"მართლა მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ და რაღაც იმედი, რომელიც ასე გვჭირდება, დღეს ძალიან გამიძლიერდა. [...] საუკუნეთა მანძილზე საქართველო ყოველთვის იყო მარტო, ჩვენ განწირული ვიყავით მარტოობისთვის, ეს პატარა, ქრისტიანული ერი გარშემორტყმული უზარმაზარი აგრესიული იმპერიებით, მერე მოხდა რაღაც საოცრება, უფრო სწორად, ეს სულისკვეთება, სწრაფვა თავისუფლებისკენ ეს იყო საქართველოს ეროვნული იდეა და აი, ამ იდეით მოვედით იმ დღემდე, როდესაც დაინგრა ის საშინელი კედელი, რკინის ფარდა ჩამოინგრა და ჩვენ აღმოვჩნდით თავისუფლები.

პირველად, ნამდვილი შეგრძნება ერთობისა მქონდა 9 აპრილს, იქამდე, სანამ დაინგრეოდა ეს კედელი, როდესაც ვიდექით იმ მოედანზე, როდესაც ხალხი არ შეკრთა და იდგა მედგრად, როდესაც ჩვენკენ წამოვიდა საბჭოთა ტანკები. ეს არ იყო განწირული სულისკვეთება, ეს იყო, პირიქით, რწმენა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. მერე მეგონა, რომ მთელი საქართველო მღეროდა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, შევუშროთ ერთმანეთს ცრემლი", ეს იყო სოლიდარობის გამოვლინება. "შევუშროთ ერთმანეთს ცრემლი" - დღესაც გვაქვს ბევრი ეს ცრემლი, დღესაც გვინდა ცრემლის შეშრობა ერთმანეთისთვის. [...] მერე ეს გრძნობა, რომ ჩვენი მარტოობა დასრულდა, როდესაც ჩვენ ვიდექით ევროპის საბჭოს წინ, საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციის წევრები და ჩვენი დროშა ადიოდა ნელა, მაღლა, საფრანგეთისა და გერმანიის დროშებს შორის და მაშინ ვიცოდი, რომ მორჩა, გათავდა, არასდროს მარტო აღარ ვიქნებით, უკვე ვართ იმ შესანიშნავი ერთობის წევრი, რომელიც არის ევროპა. [...]

დღეს კიდევ ერთხელ ვდგავართ არჩევანის წინაშე - მართალი გითხრათ, ეს ისეთი მოულოდნელობაა და ისეთი წარმოუდგენელი განცდაა, რომ კიდევ ერთხელ ვირჩევთ ევროპას, მაგრამ უსათუოდ ვირჩევთ, უსათუოდ ვიქნებით ყველა ერთად. მე მიხარია, რომ ჩვენ ახლა ასე ერთად ვართ, გაერთიანებულები და ერთად, უსათუოდ ყველა მივაღწევთ გამარჯვებას", - განაცხადა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ სამოქალაქო მოძრაობა აირჩიე ევროპას დაფუძნებაზე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა