პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ჯონ ჰერბსტი - დასავლეთს და აშშ-ს დიდი დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ მოსკოვის აგრესია საქართველოს, მოლდოვისა და ახლა უკრაინის წინააღმდეგ არის კარგად გასაგები შაბლონის ნაწილი

04.09.2022 ნახვები: 577

მოსკოვის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთს და აშშ-ს დიდი დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ მოსკოვის აგრესია საქართველოს, მოლდოვის და ახლა უკრაინის წინააღმდეგ არის კარგად გასაგები შაბლონის ნაწილი, – ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ ჰერბსტმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკას დიდი ინტერესი აქვს, რომ შეცვალოს სიტუაცია საქართველოსა და უკრაინაში.

„მოხარული ვართ აქ ყოფნით, მეხუთედ თუ მეექვსედ ვიმყოფები ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე სიმბოლურად. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მოსახლეობამ და უფრო ფართოდ დასავლეთმა გაიგოს, რა გაუკეთა მოსკოვმა საქართველოს 2008 წელს და არა მხოლოდ 2008 წელს. მოსკოვის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დასავლეთს და აშშ-ს დიდი დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ მოსკოვის აგრესია საქართველოს, მოლდოვის და ახლა უკრაინის წინააღმდეგ არის კარგად გასაგები შაბლონის ნაწილი. ასე რომ ამერიკას დიდი ინტერესი აქვს, რომ შეცვალოს სიტუაცია აქ და უკრაინაში. ჩემი მტკიცე რწმენით, პუტინი წააგებს ომს უკრაინაში, უკრაინა ასევე დაიბრუნებს მოსკოვის მიერ კონტოლირებად ტერიტორიებს და ამის შემდეგ იგივე მოხდება აქ“, – განაცხადა ჰერბსტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა