დონალდ ტრამპი ირანზე - მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება - არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ, მოხდება
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება
The Times - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ
Artemis II-ის მისიამ კაცობრიობის ისტორიაში დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილს მიაღწია
დონალდ ტრამპი - არ დაგვეხმარა იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სადაც გვყავს 45 000 ჯარისკაცი, რათა კიმ ჩენ ინისგან დავიცვათ, რომელსაც ძალიან კარგად ვუგებ, შემდეგ კი ნატო, ნატო არ დაგვეხმარა - ისინი არ გვჭირდება
დონალდ ტრამპი - ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სამიზნე სია გადასცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თუ მზად იქნება, შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ენდრიუ კლაიდი არჩევნებში ჩარევად მიიჩნევს მარკ ცუკერბერგის განცხადებას, რომლის თქმითაც, ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სტატიის „ფეისბუქში“ გაზიარება შეზღუდა

27.08.2022 ნახვები: 547

„ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებას, რომ 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება FBI-დან მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ენდრიუ კლაიდი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არჩევნებში ჩარევაა.

„ეს არა უბრალოდ სიგიჟე, ეს არჩევნებში ჩარევაა. წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს მარკ ცუკერბერგი ფიცის ქვეშ ჩვენების მისაცემად, გამოძიების ფედერალური ბიუროს მცდელობებზე თავი აარიდოს პირველ შესწორებას. ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებსა და პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კონგრესმენმა „ტვიტერის“ გვერდზე.

„ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან – ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება გამოძიების ფედერალური ბიუროდან (FBI) მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა. გამოძიების ფედერალური ბიურო სოციალურ ქსელს რუსული პროპაგანდის სიჭარბეზე აფრთხილებდა. „ბიბისის“ ცნობით, მარკ ცუკერბერგი განმარტავს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს კონკრეტულად ბაიდენის ისტორიასთან დაკავშირებით გაფრთხილება არ მიუცია, თუმცა „ფეისბუქში“ ჩათვალეს, რომ ეს ისტორიაც ასეთივე კონტექსტის იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა