ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანა დაბიმბა
ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე
„გრანტების შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ იცვლება - დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რიგი კატეგორიის სახსრები გრანტად არ მიიჩნევა
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
ირაკლი კობახიძე - ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა

ირაკლი კობახიძე - ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩომ იცოდა პარალელურ დათვლაში ცდომილებაზე, ე.წ. პოლიტიკურ კრიზისზე კი მოდერაციას საელჩო აწარმოებდა, ეს ბევრ კითხვას აჩენს

23.08.2022 ნახვები: 549

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით საკუთარ მოთხოვნას არ გაემიჯნა, რითაც ნათლად გამოჩნდა, რომ ISFED-ს გამოხატული პოლიტიკური მიზანი აქვს.

კობაიძის განმარტებით, ეს მიზანი არის მათ შორის რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობა. ირაკლი კობახიძის თქმით, გამორიცხულია, ამის შემდეგ ISFED ჩაერთოს ნებისმიერ სამუშაო პროცესში.

ამავდროულად, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანლი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩომ იცოდა პარალელურ დათვლაში ცდომილებაზე, ე.წ. პოლიტიკურ კრიზისზე კი მოდერაციას საელჩო აწარმოებდა, რაც ბევრ კითხვას აჩენს.

„ჩვენი გუნდის წევრებმა უკვე შესთავაზეს ISFED-ს, გამიჯვნოდა საკუთარ მოთხოვნას მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის მანძილზე ეს მათ არ გააკეთეს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ISFED-სთვის ეს არის უცვლელი პირობა და ISFED-ს აქვს გამოხატული პოლიტიკური მიზანი. ეს მიზანი არის მათ შორის რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ნებისმიერი შეთავაზება აზრს კარგავს. გამორიცხულია, ამის შემდეგ ISFED ჩაერთოს ნებისმიერ სამუშაო პროცესში. საზოგადოებას თავად ელენე ნიჟარაძემ უთხრა, რომელიც მაშინ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომ ნოემბრის ბოლოსთვის USAID-ი უკვე ინფორმირებული იყო pvt-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა თავად გაავრცელა. აქედან გამომდინარე, ეჭვებიც აღარ არსებობს. სამწუხარო ისაა, რომ ამ დროის განმავლობაში წარმოებდა მოდერაცია ე.წ. პოლიტიკური კრიზისის გარშემო. ეს მოდერაცია წარმოებდა საელჩოს მოდერაციით და სამწუხაროა, რომ თუ უკვე იცოდა, და ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ იცოდა საელჩომ ცდომილების შესახებ, ასეთ დროს, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ჩვენ იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო მიზანმიმართული გაყალბება. ბავშვები უნდა ვიყოთ, რომ სხვა რამის გვჯეროდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა