ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანა დაბიმბა
ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე
„გრანტების შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ იცვლება - დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რიგი კატეგორიის სახსრები გრანტად არ მიიჩნევა
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
ირაკლი კობახიძე - ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა

ვოლოდიმირ ზელენსკი - „ამნესთი ინთერნეიშენალი“ შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას

05.08.2022 ნახვები: 549

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიში გააკრიტიკა. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მისი თქმით, ორგანიზაცია ცდილობს, ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას.

„სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას. ყველა, ვინც ცდილობს რუსეთის ამნესტირებას და ქმნის ასეთ საინფორმაციო კონტექსტს, რომ ტერორისტების ზოგიერთი დარტყმები თითქოსდა გამართლებულია ან თითქოსდა გასაგებია, არ შეიძლება, არ ხვდებოდეს, რომ ტერორისტებს ეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ჰიპოთეტურადაც კი არსებობდეს პირობა, რომ რუსეთის რომელიმე თავდასხმა უკრაინაზე გამართლებული იყოს.

„აგრესია ჩვენს წინააღმდეგ არის არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტული და თუ ვინმე ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აგრესორი და მსხვერპლი რაღაც ფორმით გათანაბრებულია; თუ ზოგიერთი მონაცემი მსხვერპლის შესახებ არის გაანალიზებული, როდესაც ის, რაც აგრესორმა გააკეთა, იგნორირებულია, მაშინ ეს ანგარიში მიუღებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა უკავშირდება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში განალაგებდნენ, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, რითიც საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეებს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიში გააკრიტიკეს და მასში გამოთქმული ბრალდებები უარყვეს.

თავად ორგანიზაციაში კი განაცხადეს, რომ უკრაინის მთავრობის კრიტიკა ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს არ ცვლის. ამის შესახებ აგნეს კალამარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. მისივე ინფორმაციით, ახლა „რუსი და უკრაინელი ტროლების ბანდები თავს ესხმიან „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გამოძიებას, თუმცა ეს ორგანიზაციის მიუკერძოებლობას არ შეარბილებს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა