Zelensky names Ukraine's official losses in war
Stubb says US' ideology contradicts European values
France delivers first batch of 30 generators to Kyiv
Russia carried out 217 attacks on Ukraine’s energy sector since start of year – PM Svyrydenko
შვედი დეპუტატი - ,,ქართული ოცნების” წევრები ,,სიცრუეს ამტკიცებენ” - ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპის ეშინია, ევროპელების - არა
მარკო რუბიო - აშშ ერთგული რჩება მოლაპარაკებების, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა

პრეზიდენტი - დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენგან

28.05.2021 ნახვები: 575

დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი ახალი ემიგრაცია და ჩვენდაუნებურად საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობასა და რა პოტენციალს წარმოადგენს, როცა ჩვენი მოსახლეობის ¼ - თითქმის მილიონნახევარი ადამიანი, საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს მოღვაწეობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში გამართულ დიასპორის ფორუმზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მათ უფლება უნდა ჰქონდეთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში. ზურაბიშვილის განცხადებით, დიასპორამ საქართველოს პარლამენტში უნდა მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველას ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი. წელს 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის ოკუპაციამ პირველ პოლიტიკურ ემიგრაციას ქვეყანა დაატოვებინა. მეც, ისევე როგორც ბევრი თანამემამულე, ვინც დღეს ჩვენ გვისმენს, ემიგრაციაში დავიბადე. პოლიტიკური ემიგრაციისთვის ემიგრაცია დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების ფორმა იყო. ეს ბრძოლა დასრულდა 30 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენით და დღეს სიმბოლურად გენერალ კვინიტაძის სამშობლოში დაბრუნებით. დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი ახალი ემიგრაცია და ჩვენდაუნებურად საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობასა და რა პოტენციალს წარმოადგენს, როცა ჩვენი მოსახლეობის ¼ - თითქმის მილიონნახევარი ადამიანი საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს, მოღვაწეობს. აქამდე ვიცოდით, რომ ქართველი, თუ არა იძულებით, დევნით, გადასახლებით, სხვაგვარად არ ტოვებდა სამშობლოს. დღეს კი მთელს მსოფლიოზე გაიშალა ჩვენი ემიგრაცია. ეს იწვევს დიდ ცვლილებებს თუნდაც ქართული ოჯახების სტრუქტურასა და ტრადიციებში, როდესაც თითქმის ყველა ოჯახის გარკვეული რაოდენობის წევრი უცხოეთში ცხოვრობს, როცა ბევრი ახალგაზრდა დედის გარეშე იზრდება, რამეთუ ის იძულებული გახდა სამსახური უცხოეთში დაეწყო. ჩვენი მსოფლმხედველობის ცვლილებასაც იწვევს -გარე სამყარო, რომელიც უმეტესწილად უცნობი და მიუწვდომელი იყო, დღეს დაგვიახლოვდა და გაგვიშინაურდა. მსოფლიოში გაბნეული ქართველები, საზოგადოების ყველა სექტორში მოღვაწეობენ, ისინი აკადემიკოსები და სტუდენტები, მომღერლები და კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, პოლიციის ოფიცრები, პოლიტიკოსები, ფერმერები, ბიზნესმენები თუ მუშები არიან. ისინი ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან. ისინი ასევე წარმოადგენენ ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს.

ჩვენი დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენგან.

ჩვენს დიასპორას პოლიტიკური წარმომადგენლობა სჭირდება, დიასპორის დღეს მთელს ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რომ პარლამენტში მოიპოვოს ჩვენმა დიასპორამ საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ჩართვა სახელმწიფოს მშენებლობაში, პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს კი აუცილებელია, რამეთუ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებაზე, დაწყებული საკუთრების უფლებიდან, „მოქალაქეობის შესახებ კანონით" დასრულებული,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა