ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები
კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ
ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander

გია ხუხაშვილი: „ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნით გაჩნდა განცდა, რომ ივანიშვილი დაბრუნდა“

03.17.2021 | 10:39 ნახვები: 950

ფარული ჩანაწერების გავრცელებასა და „სიტუაციის აყირავების" მცდელობაში პოლიტოლოგი და „ქართული ოცნების" კარგი მცოდნე გია ხუხაშვილი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მის „დაჯგუფებას" ადანაშაულებს. რატომ მიიჩნევს მათ მთავარ ეჭვმიტანილად და რატომ აწყობთ ბრიუსელში „გაშეშებული ღარიბაშვილი"? - Cnews გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ფარული ჩანაწერების გავრცელებაში მთავარ ეჭვმიტანილად ირაკლი კობახიძეს და მის დაჯგუფებას მიიჩნევთ. ამას რითი ახსნით, ბატონო გია?

- თუ გამოძიების უნივერსალური პრინციპით ვიხელმძღვანელებთ - ვინ ისარგებლა ფარული ჩანაწერების გავრცელებით, მაშინ მთავარი ეჭვმიტანილი კობახიძე და მისი დაჯგუფება გამოდის. არც გოგაშვილს აწყობდა ამ ჩანაწერების გავრცელება, არც - ნაცვლიშვილს და არც - გახარიას. შედეგად, ყველამ წააგო. წააგო ბიძინა ივანიშვილმა და წააგო ღარიბაშვილმა. ერთადერთი, ვინც ისარგებლა, კობახიძე და მისი დაჯგუფება.

არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, ვამბობ, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ამ ჯგუფმა ისარგებლა.

- ეს სარგებელი რაში გამოიხატება?

- თავიანთი უკომპრომისო გეგმით აზარალეს ხელისუფლება, რომელიც აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. ამით კი, თავიანთი თავის აქტუალიზაცია მოახდინეს.

- ანუ, ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილის დასუსტება მათ აწყობთ?

- საბოლო ჯამში, მიიღეს სუსტი, ადვილად მანიპულირებადი პრემიერი და თვითონ, ასე ვთქვათ, თამაშში დაბრუნდენ.

- რაც შეეხება ევროპელი დიპლომატის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებას, აქ როგორ იკვეთება კობახიძის ფიგურა?

- კობახიძის ის ცნობილი განცხადება, რომელი მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა, სიტუაციის აფეთქება იყო, მაგრამ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი მიუხვდა ამ ვირეშმაკობას და განაცხადა, რომ რჩება მოლაპარაკების დასრულებამდე... კობახიძის დაჯგუფებისათვის სულ არ არის პრობლემა, ბრიუსელში ღარიბაშვილი თუ გაშეშებული იჯდება და აქ ამაზე იცინებენ. ბრიუსელში ღარიბაშვილის წარმატება მათ საერთოდ არ სჭირდებათ. მეტიც, სულ არ უნდათ ღარიბაშვილის პრემიერობა.

- ისე, ამას წინათ, აღნიშნეთ, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილს ამ ბავშვებმა „ჩაუდეს". ეს რას ნიშნავს?

- გახარიას წასვლის შემდეგ დასჭირდათ ღარიბაშვილის ფიგურის „შემოდგმა", რომ ბიძინასთან ბუფერი ჰქონოდათ.

ბიძინა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ ჩრდილოვანი მმართველობის შესახებ საუბრები დასრულებულიყო და ამით დაესვენა. ღარიბაშვილის დაბრუნებით ეს აღარ გამოდის, რადგან ამას უკვე აღარავინ დაიჯერებს.

გახარიას დროს, თუ გახსოვთ, ჩრდილოვან მმართველობაზე შეწყდა საუბარი, ახლა კი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნით გაჩნდა განცდა, რომ ივანიშვილი დაბრუნდა.

- ივანიშვილი თვითონ ვერ ხვდება, რომ ახლა ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნა მომგებიანი არ იყო?

- შეიძლება ხვდება, მაგრამ ისეთი მოცემულობა შეიქმნა, რომ სხვა გზა არ აქვს.

- ფიქრობთ, რომ თუკი ღარიბაშვილი ჩაიძირება, ამით კობახიძის დაჯფუფება დაწინაურდება?

- მათ ჯერ სჭირდებათ ღარიბაშვილი ბუფერად ბიძინა ივანიშვილთან. შემდეგ, ვნახოთ...

ირინა მაკარიძე, CNews

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა