ალეკო ელისაშვილი - 2014 წლიდან არ შემიწყვეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ქალაქს ტრამვაი სჭირდება, მაშინ კალაძე ამბობდა, რომ პოპულისტი ვიყავი
War update: Ukraine repels 167 Russian assaults in past 24 hours
Over 1,100 Russian troops eliminated in Dobropillia sector – General Staff
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 830 over past day
Pentagon says US will play minimal role in security guarantees for Ukraine – Politico
Government allocates UAH 300M to rebuild Kyiv region – Svyrydenko
Ukrainian drones hit Russian shelter, ammunition depot in Pokrovsk sector
NATO military chiefs reaffirm support for just and lasting peace in Ukraine

პარლამენტის განცხადება - აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და ნატოს, უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია საშუალოვადიან პერსპექტივაშიც არარეალურად მიაჩნიათ

14.05.2025 ნახვები: 307

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და ნატოს, უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია საშუალოვადიან პერსპექტივაშიც არარეალურად მიაჩნიათ - ასეთ პირობებში საქართველოს ზედმეტი აქტიურობა აზრს მოკლებულია, - ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში, რომელიც სახელისუფლო უმრავლესობამ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის “MEGOBATI აქტის“ პასუხად მიიღო.

სწორედ ამ კონტექსტში პარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიერ “ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ უსაფუძვლოა.

განცხადებაში წერია ისიც, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნური ბარიერი შეექმნა.

“2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად განისაზღვრა, რასაც იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

საქართველო ყოველთვის გამოხატავდა სრულ მზადყოფნას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, თუმცა ამის საპასუხოდ პარტნიორებისგან თავშეკავებულ პოზიციას იღებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებებს ხელისუფლება კი არ უქმნიდა, არამედ პარტნიორი ქვეყნები. ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ შედეგს სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია. კერძოდ, 2014 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ხოლო მოგვიანებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდა. 2022 წლის მარტშიც მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე, თუმცა მას და ქართველ ხალხს იმავე წლის ივნისში სრულიად დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რაც “დიპ სტეიტის“ წარმომადგენლებმა, კერძოდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდისა (NED) და სხვა მსგავსი ფონდების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს.

ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომის მიუხედავად, საქართველომ თავისი ხელისუფლების წყალობით, ქართველი ხალხის თანადგომით 2023 წლის დეკემბერში მაინც მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა უსამართლო მიდგომა 2024 წლიდან ისევ განახლდა. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის მიუხედავად, ევროპულმა ბიუროკრატიამ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელოვნური დაბრკოლება შეუქმნა იმით, რომ ქვეყნის ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უთხრა.

საქართველო დღესაც ცდილობს გაუმკლავდეს ამგვარ უსამართლო მიდგომას, რომელიც მას ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს უქმნის“, - ვკითხულობთ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა