სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული - მამუკა ხაზარაძე
ბოლნისში 79 წლის კაცმა ცოლი მოკლა
თედო აბრამოვის სიტყვა: გამომამწვდიეს გალიაში, მომწყვიტეს ოჯახს, მეგობრებს, ბებოს
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ტვ პირველი - ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მივა თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძემდე
რადიო თავისუფლების საგამოძიებო რეპორტაჟი - ბაზრის დახლებზე სიცოცხლისთვის საშიში ქათმის ხორცია აღმოჩენილი
ქეთევან თურაზაშვილი - ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ხორავამ ფოთის იზოლატორი დატოვა

პაველ ჰერჩინსკი - ევროპის დღის აღსანიშნავად, ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად „ექსპო ჯორჯიაში“ გეპატიჟებით

08.05.2025 ნახვები: 326

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ყოველწლიურად, 9 მაისს, ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე, 1950 წელს რობერ შუმანის დეკლარაციით დაწყებული ევროპული პროექტის შესანიშნავი წარმატების დასტურია. ევროკავშირმა ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ევროპის დღეს, ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და მოუთმენლად ველით მომავალს, რომლის შექმნაც საქართველოსთან ერთად გვსურს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას. ევროპის დღის აღსანიშნავად ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად „ექსპო ჯორჯიაში“ გეპატიჟებით“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა