Czech foreign minister to raise in Brussels issue of RFE/RL's operations
Türkiye supports Trump's initiatives to end Russo-Ukrainian war - Erdoğan
Ukrainian Antarctic Expedition arrives at Academik Vernadsky station
Frontline update: 99 combat clashes, over 300 occupants neutralized in Pokrovsk sector
Good results in securing artillery contracts – Zelensky
President Zelensky receives report from CinC Syrskyi on battlefield situation
War needed only by Russia – Zelensky
General Staff dwells on tasks set before new chief

სალომე ზურაბიშვილი - ვფიქრობ, ევროპამ თავის როლი უნდა გაზარდოს ზოგადად რეგიონში

15.02.2025 ნახვები: 292

თუ ორბანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს რას აკეთებს, მაშინ სხვა მთავრობებს ასევე შეუძლიათ თავიანთი გადაწყვეტილებების მიღება და შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ქვეყნის ნაწილს, რომელიც მეტი დემოკრატიისკენ მიდის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ ტელეარხ Phoenix-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ვფიქრობ, ევროპამ თავის როლი უნდა გაზარდოს ზოგადად რეგიონში, როგორც საგარეო პოლიტიკურმა ძალამ, როგორც ცენტრმა, რომლის გარშემოც გრავიტაციას ახდენს დანარჩენი დემოკრატიული ევროპა. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად უნდა ჩაერთოს, ნამდვილად ძალა უნდა იყოს, იყენებდეს ინსტრუმენტებს. დღემდე ევროპას ბევრი ინსტრუმენტი არ გააჩნია დემოკრატიების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით, როდესაც დემოკრატიები გამოწვევების წინაშე დგანან.

დღეს საქართველოში საგარეო დახმარება ძალიან შეზღუდულია ახალი რუსული კანონებით, რომლებიც მიიღება და ისინი კრძალავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საგარეო დაფინანსებას, რომლებიც ახლა ევროპაში თავიანთ კოლეგა მედია ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ მხარი დაუჭირონ მათ, ვინაიდან ძალიან რთულ ვითარებაში არიან. ეს არის ევროპისთვის როლი და, როგორც წესი, ევროპა სხვადასხვა კრიზისებში იზრდება. ეს შეიძლება ერთ-ერთი ასეთი კრიზისი იყოს, რომელიც საბოლოოდ მისცემს ევროპას მის სრულფასოვან ძალას თავის რეგიონში სამოქმედოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველო ასევე შავი ზღვაა, რაც ერთ-ერთი ცენტრალური ინტერესი იყო ევროპის სამომავლო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის. საქართველო ამ ყველა პროექტის ცენტრშია. ასე რომ, საქართველოსთვის მხარდაჭერა, საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერა ნიშნავს ამ მიმართულებით სამომავლო პროექტებისა და სამომავლო ეკონომიკური განვითარებების მხარდაჭერას…

ეს [ორბანის ფაქტორი] გარკვეულ დონეზე აზიანებს ერთიანობას, მაგრამ ასევე ხსნის გზას სხვა მთავრობებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას მის ბრძოლაში დემოკრატიისთვის. თუ ორბანს თავისთვის შეუძლია გადაწყვიტოს რას აკეთებს, მაშინ, ვვარაუდობ, სხვა მთავრობებს ასევე შეუძლიათ თავიანთი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი პოლიტიკის ქონა, და შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ქვეყნის ნაწილს, რომელიც მეტი დემოკრატიისკენ მიდის, იბრძვის მისთვის, ძალიან გამძლეა ქუჩებში ახლა უკვე 78 დღეა.

ეს არის საქართველოს მომავალი და ვფიქრობ, რომ ევროპული ქვეყნები კოლექტიურად თუ არა ინდივიდუალურად (იმედი მაქვს, რომ კოლექტიურადაც) იქნებიან საქართველოსა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარეს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა