ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში
რატომ ემუქრებიან კრემლის რუპორები კავკასიასა და ცენტრალურ აზიას: რუსული იმპერიალიზმის სათავეები
მიხეილ სააკაშვილი - მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი
War update: 154 clashes on front line over past day, most fights in Pokrovsk, Huliaipole sectors
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ნატო-ს წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მიიღოს სუვერენიტეტი გრენლანდიაზე არსებული ამერიკულ ბაზების ტერიტორიაზე
დონალდ ტრამპი - გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა
Military shows destruction of Russian Strela-10 air defense system
Paratroopers destroy nine Russian howitzers in Serebriansky Forest area

კახა კალაძე - ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია - კანონპროექტი ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს პროპაგანდა არ გავრცელდეს

01.03.2024 ნახვები: 527

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადამიანის უფლებები არის თემა, რომელიც დღეს, ქვეყანაში დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. ასე შეაფასა მან მმართველი გუნდის ინიციატივა, მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი განმარტებები გაკეთდა. გუშინ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა ამაზე. დაიწყება კანონპროექტის მომზადება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. თუ გადავხედავთ იმ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია.

მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი: ადამიანის უფლებები, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც დღეს ქვეყანაში დაცულია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სარწმუნოება აქვს, ვინ რა სექსუალური ორიენტაციისაა, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს, ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს პროპაგანდა არ გავრცელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გეგმავს, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა