Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი
ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა
რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბოროტება ვერ გაექცევა ვერ დაიმალება ბუნკერში

08.05.2022 ნახვები: 570

ვერანაირი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ვერ დაიმალება ბუნკერში, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელესნკის განცხადებაა, რომელიც მან უკრაინელების ხსოვნისა და შერიგების დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიმბოლურად ეს ვიდეომიმართვა კიევის ოლქში, ბოროდიანკაში, რუსების მიერ დაბომბილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის წინ ჩაწერა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოროდიანკაში ცხოვრობდნენ ადამიანები , რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ნაციზმის დასრულებისთვის.

„ამ სახლში ადრე იყო კედლები. ამ კედლებზე იყო ფოტოები. ამ ფოტოებზე კი ის ადამიანები იყვნენ გამოსახულნი, რომლებმაც ადრე ომის ჯოჯოხეთი გაიარეს. 250 მებრძოლი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის ველზე, საერთო ჯამში კი ბოროდიანკას მცხოვრები 1000-მდე ადამიანი, მათ თავი გაწირეს იმის გამო, რომ აღარასდროს განმეორებულიყო ისევ იგივე. იბრძოდნენ ბავშვების და იმ ცხოვრების მომავლისთვის,რომელიც აქ 24 თებერვლამდე იყო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მთელი ცივილიზებული სამყარო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმის მსხვერპლებს იხსენებს და ამ დღეს ამბობს „აღარასდროს ისევ“, თუმცა 24 თებერვალს მთელს უკრაინაზე განხორციელებულმა სარაკეტო იერიშებმა სიტყვა „აღარასდროს“ წაშალა და ახლა მხოლოდ „ისევ“ დარჩა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედევად იმისა, რომ ახლა მაისის თვეა, ბევრი უკრაინელისთვის თებერვალი გრძელდება.

„შეიძლება კი შავ-თეთრი გაზაფხული? შეიძლება, სულ იყოს თებერვალი? შეიძლება კი ოქროს სიტყვებმა ფასი დაკარგოს? სამწუხაროდ, უკრაინამ ყველა ამ კითხვაზე პასუხი იცის. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები დადებითია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა