საპატრიარქო - სიონის ტაძარში, 40 დღის განმავლობაში, სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით
გურამ კაშია - ივნისში, რუმინეთთან მატჩში, ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ
მოქალაქეები სიონის ტაძარში მიდიან
დონალდ ტუსკი - ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის სამიტების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს ომის დასრულება არ სურს
ისრაელმა თეირანზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანა

ალეკო ელისაშვილი - ხელისუფლებაში რომ ვიყო, ლარსის საზღვარი იქნება ჩაკეტილი და იქიდან არც ერთი დეზერტირი არ შემოვიდოდა, ამ ხალხის ნდობა არ შეიძლება

27.09.2022 ნახვები: 602

საქართველოს საზღვარს ჩავკეტავდი, არაფერში არ გვჭირდება დეზერტირი რუსები. ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ომი ცუდია, უკრაინას დაესხა თავს რუსეთი. ასეთი ხალხის მიმართ არანაირი სენტიმენტი არ მაქვს, ეს არის ხალხი, ვინც ტაშს უკრავდა პუტინს, როცა საქართველოს ბომბავდა, ჩეჩნეთს და ყირიმი წაიღო, შემდეგ დონბასი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ამ ხალხის ნდობა არ შეიძლება“.

„ახლა, როცა გამოიძახეს და მოსთხოვეს რუსეთისთვის იომეთო, ახლა გაახსენდათ, რომ ლიბერალები არიან და თავისუფლება უყვართ. მათი არ მჯერა. ხელისუფლებაში რომ ვიყო, ლარსის საზღვარი იქნება ჩაკეტილი და იქიდან არც ერთი დეზერტირი არ შემოვიდოდა. ის, რომ იქიდან ქართველებიც მოდიან, მაშინ ვთქვათ, რომ მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გამოვატარებთ, ან სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ, ან ქონების შეძენა ავუკრძალოთ. ამ ხალხის სახით გრძელვადიან პრობლემას ვიღებთ, რადგან ტვინში რა უდევთ, არ ვიცით. ის, რომ დამპყრობელი ხალხია და ზემოდან გვიყურებენ, ეს ზაფხულზეც ვნახეთ. ამ ხალხის ნდობა არ შეიძლება და თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ლიბერალები არიან. წავიდნენ და იომონ თავისი პუტინისთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა