გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო
Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight
Russian forces lose another 1,220 troops in past 24 hours
Ukraine’s UNESCO envoy: Russia’s membership unacceptable over cultural heritage crimes

დავით ნარმანი - რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ

11.08.2022 ნახვები: 585

ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული, რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქვეყანას რომელ თვეს საიდან შემოაქვს ელექტროენერგია ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანას უფრო იაფი ფასი აქვს.

„როგორც წესი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში და ხან ერთი ქვეყნიდან, ხან მეორე ქვეყნიდან, გააჩნია რომელ ქვეყანას რა პერიოდში, რა ფასის შეთავაზება შეუძლია. სახელმწიფო ელექტროსისტემა აკეთებს ფასთა გამოთხოვას და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე კონკრეტული ხაზების გამტარუნარიანობის შესაძლებლობების ფარგლებში შემოაქვს ელექტროენერგია. ამდენად ჩვენ რუსეთზე ენერგო დამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში“, – განაცხადა ნარმანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა