ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის
General Staff: 101 combat clashes on front lines in past day
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სმოლენსკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
Zelensky, Shmyhal thank US Senate for passing aid package for Ukraine
US Senate passes bill on aid for Ukraine, Israel and Taiwan
MEP: EU should use countermeasures to fully confiscate Russian assets
"Immortal Regiment" march on May 9 canceled in Moscow and other Russian cities
Zelensky: Peace Summit should prove that not one person will determine how everyone else in world lives

„კონფლიქტის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას ხელი არ შევუწყოთ“ - გიორგი ვაშაძე

05.17.2021 | 13:56 ნახვები: 274

„ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას ხელი არ შევუწყოთ", - ამის შესახებ გარდაბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დროულად უნდა მიიღოს ზომები, რათა განიმუხტოს სიტუაცია და მხრეები დაზავდნენ.

„დმანისში შექნილი ვითარების გამო მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ დროულად გაატარონ ზომები, რათა მოხდეს ორი მხარის დაზავება და საკითხის მშვიდობიანი მოგვარება. ასეთი გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ, დაუშვებელია. ასევე მოვუწოდებ დაპირისპირებულ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას ხელი არ შევუწყოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გარდაბანში მძიმე ფიზიკური დაპირისპირება ერთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახელებულ ეკომიგრანტებს შორის ამ დროისათვისაც მიმდინარეობს. ადგილზე მოზილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები. დაპირისპირება გუშინ დაიწყო, რომლის ამსახველი კადრები მედიით გავრცელდა. დანაშაულში ეჭვმიტანილები პოილიციას ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ ყავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა