ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

„ვიმსჯელებთ“, - ღარიბაშვილი კომენდანტის საათის მოხსნაზე

05.17.2021 | 11:51 ნახვები: 154

„ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ „კომენდანტის საათი" არის შემაწუხებელი", - განაცხადა დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსგან.

„რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ჩვენ მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ჩვენ რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, სამინისტრო, სისტემა ეფექტურად, ყურადღებით მართავს მდგომარეობას. მოგეხსენებათ, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვყანაში. ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ "კომენდანტის საათი" არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: საქართველოში „კომენდანტის საათი" უკვე ნახევარი წელია მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00-დან 05:00 საათამდე ნებისმიერი სახის გადაადგილება აკრძალულია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა