ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა

05.20.2022 | 15:10 ნახვები: 255

უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა, – ამის შესახებ განცხადებას ლეგიონ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო ავრცელებს

პროკოპენკომ ასევე ისაუბრა იმ ძირითად ამოცანებზე, რომელთა მიღწევასაც მარიუპოლის დამცველები ცდილობდნენ.

„მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სოცოცხლე, ჯანმრთელობა და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა. მძიმე ბრძოლების, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგების ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად აღვნიშნავდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, ესენია: მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და დაღუპულები. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობიანი მოსახლეების ევაკუაცია. მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება და მოხერხდა მათი ევაკუაცია შემდგომი გაცვლითა და უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანით. რაც შეეხება დაღუპულ გმირებს – პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, ახლო მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა თავიანთი ჯარისკაცების პატივით დაკრძალვას შეძლებენ. დიდება უკრაინას“, – აღნიშნა დენის პროკოპენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა