ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, ეს ისეთი პოლიტიკური გოიმობაა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის-იაგო ხვიჩია

05.20.2022 | 13:26 ნახვები: 195

მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და იმ დერეფნებში, როგორც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზუსტად იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც“.

 

„ევროსტრუქტურებსა და მივლინებებში „ქოცებს“ არ დავყავარ, დაჰყავთ თავიანთი ნაცნობები სხვა ოპოზიციონერები. შესაბამისად, ალბათ, იმათ უკეთ იციან, ვინ ვის რას ელაპარაკება, მე ინფორმაცია არ მაქვს. ერთხელ რომ წამიყვანენ, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ამას არ აკეთებენ. თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმეს საზიანოს და სამტროს ამბობ, არც აქ უნდა თქვა და არც სხვაგან, მაგრამ მივლინებაში ის ხალხი რომ დაგყავს, ვინც ამ ყველაფერს აქ ამბობს და შემდეგ ეს გიკვირს, ეს უფრო გასაკვირია.

 

მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის და გვეუბნებიან – პოლიტიკურად გოიმები ნუ იქნებით, აზრზე მოდითო და თუ ევროპის კარზე აკაკუნებთ,  ევროპელებივით მოიქეცითო.

 

ქვეყანას „ქართული ოცნება“ რომ მართავს, ეს ყველაზე მეტად ამ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, მით უმეტეს ასეთ მძიმე დროს სამყაროში, როცა გამოწვევებით აღსავსე პერიოდი გვაქვს და შეგვიძლია, ეს გამოვიყენოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

a

ყველას ნახვა
ყველას ნახვა