26 აპრილს, საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 27-29 აპრილს კი, ხანმოკლე წვიმა
შალვა პაპუაშვილი - რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ

ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

05.18.2022 | 12:00 ნახვები: 698

ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. კერძოდ, „საქსტატის“ მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, ქვეყანაში სულ 364 რუსული და ბელარუსული სუბიექტია დარეგისტრირებული, საიდანაც 256 რუსული, ხოლო 108 ბელარუსული კომპანიაა.

რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულია 6205 რუსული და ბელარუსული სუბიექტი, აქედან 5670 რუსული, 432 ბელარუსული კომპანიაა.

ამასთან, აქტიურია 1502 რუსულ-ბელარუსული სუბიექტი, საიდანაც 1408 რუსული, ხოლო 94 ბელარუსული კომპანიაა.

ცნობისთვის, დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსულთან ერთად, ბელარუსული კომპანიებიც არიან

ყველას ნახვა
ყველას ნახვა