ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის
General Staff: 101 combat clashes on front lines in past day
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სმოლენსკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
Zelensky, Shmyhal thank US Senate for passing aid package for Ukraine
US Senate passes bill on aid for Ukraine, Israel and Taiwan
MEP: EU should use countermeasures to fully confiscate Russian assets
"Immortal Regiment" march on May 9 canceled in Moscow and other Russian cities
Zelensky: Peace Summit should prove that not one person will determine how everyone else in world lives

მოამზადეთ ტაბურეტები, ჯვრები, ხატები, რკინები ახალგაზრდების საცემად? - დღეს 17 მაისია!

05.17.2022 | 00:00 ნახვები: 1182

სასულიერო პირებო, სახარება წაგიკითხავთ?!

ქვეყანა, სიძულვილისა და დაპირისპირების მოედნად რომ გადაიქცა, ამაზე დიდი ხანია, ყველა საუბრობს, ძმათა შორის დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი ტკივილია და, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვისწავლეთ ცხოვრება ერთმანეთის შურის, სიძულვილის, დაპირისპირებისა და ხოცვის გარეშე.

ქვეყანა იმდენად უძლურია, რომ თავი სახელმწიფოს მოქალაქე აღარ გვგონია - აქ ხომ მხოლოდ ისინი უყვართ, ვინც დუმს. ხმის ამომღებსა და მამხილებელს კი მაშინვე ან საიქიოში უშვებენ,  ან ისეთი ეპითეტებით „მარხავენ“, რომ საიქიოში წასვლა სჯობს.

ქვეყანა თუ სახელმწიფო - სანამ ამ ცნებას ქართველი პოლიტიკოსები, ქართველ ერსა და ბერთან  ერთად კარგად გაიაზრებენ, მანამდე პრობლემების სიმძლავრე გვაიძულებს რომ ვიცხოვროთ საშინელ სუნში, რომელიც გვწამლავს.

ყველაზე ნაკლებად ადამიანთა განკითხვა არ მინდა. ცუდია, როცა განიკითხავ, მაგრამ თუ სამშობლო გიყვარს, ვფიქრობ, დუმილი უნდა დაარღვიო, მხილება და კრიტიკა არავისთვის არასოდესაა მისაღები.

ჩემი წერილის ადრესატი საპატრიარქო, იქ მყოფი ბერი და მრველი.  ჩემივე გააზრებით ყველაზე დიდი ცოდვა ფანატიზმი და რადიკალიზმია, როცა მხოლოდ შენი მოსაზრებაა მართალი, სხვისი კი, ვისაც შენგან განსხვავებული აზრი აქვს, მცდარია.

17 მაისი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია II-მ „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.

არ ვიცი, ოჯახს და მშობლების პატივისცემას რაიმე განსაკუთრებული დღე თუ სჭირდება, მაგრამ აგერ, 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე დღეც კი დაწესდა, მოიცა, როგორ იყო?! - აჰა, ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე.

ჩემი ყოველი დღე ჩემი მშობლებისა და ოჯახის პატივისცემით იწყება, ყოველი დღე. ამიტომ 17 მაისს თქვენთან ერთად ვერ აღვნიშნავ.

და ყველაზე საინტერესო: რატომ 17 მაისი, რატომ?!

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება 17 მაისს და აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომელიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტქ თემის წარმომადგენელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. ერთწლიანი კომპანია 2005 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის პირველი საერთაშორისო დღის აღნიშვნით დასრულდა.

ლამის 20 წლის წინ, ოჯახის სიწმინდეს დაცვა არ სჭირდებოდა, მაგრამ მას შემდეგ დასჭირდა ჩვენს ოჯახებს დაცვა, როცა  2013 წელს, ზუსტად 9 წლის წინ, საქართველოში, თბილისში, ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობის გამართვა გადაწყვიტეს, მაგრამ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა ეს მსვლელობა დაარბიეს. აი, მას შემდეგ, ანუ 2014 წლიდან ჩვენ ამ დღით ვიცავთ ოჯახებს და მის სიწმინდეს.

საერთოდ, რაღაცის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსი მგონია, კომპლექსი იმის, თავად რომ არ გამოაშკარავო თავი, ცდილობ, იყო რადიკალური და ამ დროს „აპრავებ“... რას?.. თავად მიხვდით.. ჰომოფობია ბარიერი მგონია, რომელსაც სპეციალურად მართავენ ჩვენი სასულიერო პირები, რაღაც ამოუცნობისა და საინტერესოს შესანიღბად, მაგრამ თქვენი მესმის - თქვენც ადამიანები ხართ, საკუთარი ცოდვებით, მაგრამ 9 წლის შემდეგაც მიკვირს, „ტაბურეტები“ და გასისხლიანებული ბიჭები და გოგოები თქვენი დამცავი ბარიერი რატომაა?!

ყველაზე არ ვსაუბრობ, იქ ერთი-ორი იწყებს, თან სახელმოხვეჭილი და შემდეგ ბრბოს ფსიქოლოგია ირთვება- მოდით, ჩავქოლოთ,  სისხლით სრულდება ერთი-ორი სასულიერო თუ არა სასულიერო სახელმოხვეჭილი პირის სურვილი, რომ დაფაროს მისი „ამოუცნობი და საინტერესო“ ამბები.  ახლა, ჩემი პირდაპირობა თქვენ გაგაკვირვებთ, მაგრამ სასულიერო პირებო, ერთხელ მაინც ხომ წაგიკითხავთ სახარება?! „არა, არს დაფარული რომელიც არ გაცხადდეს“. ჰოდა, გაცხადება თქვენგან დამოუკიდებლად ხდება, აი, იმ ღმერთისგან, რომელიც სიყვარულია და არა - შიში.

სიყვარულია გესმით?!

და აქ შევწყვეტ თქვენზე წერას იმიტომ, რომ არ ვიქნები მართალი, სხვის პირადზე საუბარი მხოლოდ თქვენი საქმეა, უბრალოდ, თქვენ გაქვთ კომპლექსები და თქვენი კომპლექსების გასამართლებლად „ტაბურეტები“ არასწორი საქციელია!!!

არც ლგბტქ-ა მართალი, მასაც თავისი ცოდვები აქვს, ცოდვები ქვეყნის მიმართ, მაგრამ აქ სასულიერო პირებმა და მათმა მიმდევრებმა ვერ შეიგნეს, რომ ბუზის სპილოდ გადაქცევა უფრო დიდ ინტერესს იწვევს, თემას უფრო აქტუალურს  ხდის და ამით კი არ იცავენ შვილებს, პირიქით, აიძულებენ, რომ უფრო დაინტერესდნენ და უფრო  მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საერთოდ, არ მომწონს, რომ ლგბტქ-მ გამართოს მსვლელობა, საერთოდ, პირადი ცხოვრება ხომ პირადია და არა - ქუჩაში, ღირსების მარშით რაღაცის მტკიცება, ესეც ერთგვარი კომპლექსი მგონია, მაგრამ ეს არ ამართლებს ძალადობას.

ვიცი, ხვალ, უფრო სწორედ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ყველაფერი, რაც პირზე მოგადგებათ, უნდა დამიძახოთ, მაგრამ... არ დაგავიწყდეთ, რომ ცოტა აზრზე მოსვლის დროა, ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს და თქვენი კომპლექსიანი ტაბურეტების გამო 170 000 ევროს ყოველ წელს ვერ გადავიხდით!!!

ისე, არასდროს ვიქნები მომხრე, ადამიანებს საწოლები ვუკონტროლოთ, ვინ ვისთან დაწვება ან ვინ ვისთან გაიღვიძებს, მირჩევნია და უპრიანიცაა, რომ ყველამ თავის საწოლს მიხედოს.

ჩემი წერილი კი 2021 წლის ივლისის მოვლენების გახსენებით მინდა დავასრულო, მაშინ, როდესაც საპატრიარქომაც, ერმაც, ხელისუფლებამაც, ლგბტქ თემმაც გაგვწირეს ჟურნალისტები. არავინ დაიხია უკან. არასდროს დამავიწყდება პრემიერის წამახალისებელი განცხადება და ტყიდან გამოქცეული პაპუასების რუსთაველზე ნავარდი: ჯვრებით, რკინებით, ცოცხებით, ტაბურეტებით, რკინის მილებით, ხატებით, რომელიც შემდეგ ჩემი კოლეგების ცემისთვის გამოიყენეს. ამ დღეს ჩვენი  ერთი კოლეგის სიცოცხლეც შეეწირა.

მაპატიეთ, მაგრამ თქვენი დასკვნები არ მაინტერესებს, ფაქტი ხომ იყო, რომ ლექსო ლაშქარავაზე იძალადეს, ის რამდენიმე დღეში გარდაცვალა, რით აპირებთ "გაპრავებას", თქვენი დასკვნებით?!

არ გაბედოთ!

სამართალი ნელა, მაგრამ აუცილებლად მოდის.

დაიმახსოვრეთ ლექსოს სახე, გაუბედურებული და სასტიკად ნაცემი სახე, ბალიშზე თავს თქვენს ადგილზე ვერასდროს დავდებდი, მაგრამ მერე რაა, არა, ბატონებო, მერე რაა..

ახლოვდება 2022 წლის 17 მაისი, მოამზადეთ ტაბურეტები, ჯვრები, ხატები, რკინები ახალგაზრდების საცემად, მერე ბრბოდ იქეცით და ჟურნალისტებს დაერიეთ, წელსაც მწვანეს აგინთებენ, მწვანე ისეც აინთო ასობით მოძალადისგან მხოლოდ ათობით ადამიანი დაიჭირეს და  ისინიც სამომავლო შურისძიებით იმუქრებიან...

ჰოდა, თქვენ თქვენი ჰომოფობიური განცხადებებით შენიღბეთ თქვენი ცოდვები, მაგრამ არასდროს გაბედოთ ამის ძალადობით შენიღბვა და ეკლესიის სახელით მოლაპარაკეებს სახარებიდან ისევ მინდა შეგახსენოთ, „არა არს დაფარული რომელიც არა გაცხადდეს“.

გაცხადდება თქვენგან დამოუკიდებლად, გაცხადდება, ბატონებო!

ავტორი: ზუკა ნემსაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა