პოდოლიაკი ცხვირს ნუ ყოფს სხვის საქმეში-დავითულიანი
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს-სერგეი შოიგუ
უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა
შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, სიტყვა რეჟიმი სწორად გამოიყენა-

24 თებერვლიდან უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში 6000-მდე ოკუპანტი გაანადგურეს-პალამარი

05.14.2022 | 11:44

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი (პოლკოვნიკი კალინა) ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში 6 ათასამდე რუსი სამხედრო გაანადგურეს. 

კალინამ ამის შესახებ 13 მაისს, არსენი იაცენიუკის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა. 

"ჩვენმა გარნიზონმა მოახერხა დაახლოებით მტრის ქვედანაყოფის 6000 ჯარისკაცის განადგურება, მათ შორის ერთი გენერალი, 78 ტანკი, 100-ზე მეტი ჯავშანმანქანა. ეს დადასტურებული მონაცემებით. ასევე, გვაქვს ბევრი დაუდასტურებელი მონაცემი, რომელზეც ჯერ არ ვისაუბრებთ". - თქვა მან უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის ცნობით.  

შეხვედრაზე აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილემ რუსეთის ის სამხედრო ნაწილები ჩამოთვალა, რომლებსაც მარიუპოლში ბრძოლა მოუწიათ: ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს GRU-ს სპეცრაზმი, სატანკო პოლკი და საჰაერო სადესანტო ჯარები, ასევე, ოკუპირებული დონეცკის ე.წ რესპუბლიკის საზღვაო ქვეითები, წყნარი ოკეანის ფლოტის ბრიგადა, ვაგნერის მებრძოლები და სხვა მებრძოლები რუსეთის ფედერაციის და კავკასიის სხვა ტერიტორიებიდან. 

ამასთან, სვიატოსლავ პალამარმა თქვა, რომ მათ "ძალიან აკლიათ საზენიტო თავდაცვის იარაღები, რათა ჩამოაგდონ მტრის თვითმფრინავები, ასევე, გემსაწინააღმდეგო იარაღი, რათა ჩაძირონ ის გემები, რომლებსაც რუსები აზოვსტალის ზღვიდან დასაბომბად იყენებენ". 

აზოვსტალის ფოლადის ქარხანა ერთადერთი ობიექტია მარიუპოლში, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. ის 1-ლი მარტიდან ალყაშია. 2 თვის განმავლობაში აზოვსტალს თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა, თუმცა, მათი ევაკუაცია მოხერხდა. 

ახლა აზოვსტალში 600-მდე დაჭრილი ჯარისკაცია. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, მიმდინარეობს "მძიმე მოლაპარაკებები" მათ ევაკუაციასთან დაკავშირებით.