პოდოლიაკი ცხვირს ნუ ყოფს სხვის საქმეში-დავითულიანი
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს-სერგეი შოიგუ
უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა
შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, სიტყვა რეჟიმი სწორად გამოიყენა-

შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია და „ნაცმოძრაობა“ ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას

05.14.2022 | 11:14

ბრალდება, თითქოს ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, ოფიციალურად გამოაშკარავებულია, როგორც რუსული დეზინფორმაცია, ნიკა მელია და „ნაცმოძრაობა“ ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

„ბრალდება, თითქოს ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, ოფიციალურად ანტიდეზინფორმაციულ ვებგვერდზე ნახავთ. ევროკავშირის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებას ეს ინფორმაცია აქვთ ოფიციალურად აღიარებული და გამოაშკარავებული, როგორც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ამ შემთხვევაში, ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ევროკავშირი არის ის გაერთიანება, რომელიც ერევა სხვა ქვეყნის არჩევნებში. ამაზე მეტი რუსული პროპაგანდა რა უნდა გაატაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ? – არ ვიცი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც მის სტაბილურ ამომრჩეველს უკავშირდება. სწორედ, ამის შედეგია ის მარცხი, რასაც პარტია ყველა არჩევნებზე განიცდის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფუნდამენტური პრობლემა, რომ მას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც არც იკლებს და არც მატულობს. რადგანაც გარკვეული ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიმართ, მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ არც ემატებათ და არც აკლდებათ ამომრჩეველი ნიშნავს იმას, რომ მათი ქცევა არასწორია. მათ არანაირი შეთავაზება არ აქვთ მოსახლეობის მიმართ, გარდა დესტრუქციისა, რევანშისა და სწორედ, რევანშის მომხრეები ჰყავთ ამომრჩევლებად, სტაბილურად, 2012 წლიდან. რევანში რომ ვერ შედგება ამ რაოდენობის მომხრეებით, ესეც ნათელია. ამ იმედგაცრუებას „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ყოველ ჯერზე იგრძნობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.