პოდოლიაკი ცხვირს ნუ ყოფს სხვის საქმეში-დავითულიანი
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს-სერგეი შოიგუ
უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა
შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, სიტყვა რეჟიმი სწორად გამოიყენა-

გარდაიცვალა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი

05.14.2022 | 11:09

გარდაიცვალა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი, პროდასავლელი მოდერნიზატორი, რომელმაც სპარსეთის ყურის ეს სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან დააახლოვა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, პრეზიდენტის გარდაცვალება ქვეყნის საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, მაგრამ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. ხალიფა 1948 წელს დაიბადა და 2014 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა.

„საამიროებმა თავისი მართალი შვილი და „გაძლიერების ფაზის“ ლიდერი დაკარგა“, – დაწერა „ტვიტერზე“ მისმა ნახევარძმამ და აბუ დაბის გვირგვინოსანმა პრინცმა, მოჰამედ ბინ ზაიდმა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დე ფაქტო მმართველია.