მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია

თბილისი/ Tbilisi

09.14.2020 | 08:16 ნახვები: 547

თბილისი საქართველოს დედაქალაქია. ქალაქი გამორჩეულია როგორც ბუნებით, ასევე მნიშვნელოვანი კულტურული ნიმუშებითა და ისტორიით. 

თბილისის ტერიტორია, ჯერ კიდევ, ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. IV ათასწლეული) ყოფილა დასახლებული, წყაროებში კი იგი პირველად IV საუკუნის II ნახევარში მოიხსენიება. V საუკუნეში ქალაქი ვახტანგ გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომაც ვახტანგ გორგასალი ქალაქის დამაარსებლადაა მიჩნეული.

ქალაქის წყლის მთავარი არტერია მდინარე მტკვარია. თბილისის ძველ უბნებში მრავალ ადგილას გამოდის გოგირდწყალბადიანი თერმული წყალი, რაც ქალაქის მნიშვნელოვანი წიაღისეულია.

თბილისი ძალიან საინტერესოა თავისი მრავალფეროვანი კულტურითაც. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების ტაძრებს, მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ ციხე-სიმაგრეებს, მოჩუქურთმებულ-ვიტრაჟულ იტალიურ ეზოებს, სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ ნიმუშებსა და მუზეუმებს, სადაც საქართველოს საგანძურს, ისტორიას, კულტურასა და ხელოვნებას გაეცნობით. კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ადგილების გარდა თბილისში ლამაზი ჩანჩქერებით, ტბებით და ქალაქისა თუ მთების ვრცელი ხედებითაც დატკბებით. აქ შესაძლებელია ხმაურიანი ქალაქის რიტმიდან წყნარ, ძველ შენობებს შორის დაკლაკნილ ვიწრო ქუჩაზე აღმოჩნდეთ და ბუნების სიმშვიდეში ჩაიძიროთ. თბილისში ასევე საინტერესო ფესტივალებსა და დღესასწაულებზე დასწრებასაც შეძლებთ, სადაც მოისმენთ ხარისხიან მუსიკას, გაეცნობით ქართულ კულტურასა და ამ ქალაქის სახასიათო კოლორიტს.

-----

Tbilisi is the capital of Georgia. This city is distinguished by nature and important cultural artifacts and history.

The territory of Tbilisi has been inhabited since the Early Bronze Age (IV millennium BC). In the V century, the city was restored and rebuilt by Vakhtang Gorgasali; this is why he was considered to be the founder of the city.

The main artery of the city water is the river Mtkvari. Sulphuretted hydrogen thermal water flows into many places in the old districts of Tbilisi. It is an important mineral of the city.

Tbilisi is very interesting with its diverse culture too. Here you will find the settlement of the Bronze Age, medieval temples, fortresses that have endured numerous battles, carved and stained glass Italian yards, architectural samples and museums of different eras, where you will get acquainted with Georgian treasures, history, culture and art. Apart from places of cultural and historical significance, you will enjoy beautiful waterfalls, lakes and extensive views of the city or mountains. Here you can find yourself on a narrow street between ancient buildings after the noisy rhythm of the city, and soon you will drown in the tranquility of nature. You can also attend interesting festivals and celebrations in Tbilisi, where you will listen to quality music, get acquainted with Georgian culture and colorful character of this city.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა