სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!
ლაზარე გრიგორიადისი - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ
მამუკა მდინარაძე ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე - ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე

„სიტი-პარკი" ქართული პოლიტიკის სარკე

04.30.2021 | 15:59 ნახვები: 939

ქართველ ხალხს ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს, ვიღაცის ან რაღაცის ამოჩემება.
შეიძულებენ ვიღაცას ან რაღაცას, თანაც წესიერად ვერავინ რომ ვერ ხსნის რატომ? რას ერჩიან? რა დააშავა? ვერ იტანენ, და ეგაა. შესაძლოა, რაღაცა კონკრეტული პრეტენზიებიც ჰქონდეს, თუმცა, როგორც წესი ეს პრეტენზიებიც ნაკლებად დასაბუთებულია და ძირითადად ემოციური ხასიათის მატარებელია.

თუ ვინმეს ან რამეს ეს უბედურება მოუვიდა - ტყუილად ნუ შეეცდებით ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ლოგიკით და საღი აზრით შეცვლას. ეს დროის ფუჭი ხარჯვაა, აკვიატებულ ქართველს რაციონალური არგუმენტების არ სჯერა.

ამ თავისებურების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია სრულიად აპოლიტიკური - კომპანია „სიტი პარკის" ისტორია.
რატომღაც, გაუგებარია რატომ?! თბილისელებმა „სიტი პარკი" მისი გამოჩენიდან პირველივე დღეს აითვალწუნეს. მას მოსახლეობის დახჩობა-გატყავებაში, მილიონების ჩაჯიბვაში, უსამართლო დაჯარიმემებში და მრავალ სხვა ცოდვაში ადანაშაულებდნენ.
ვერანაირმა ლოგიკურმა არგუმენტებმა ამ საყოველთაო ახირების წინაამღდეგ ვერ იმუშავა. ვერც იმან, რომ პარკირების ყოველწლიური გადასახადი შესამჩნევად დაბალია, 50 ლარი წელიწადში. რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე „პარკოვშიკების" ეპოქაში გადახდილი 20-20 თეთრს.
წელიწადში 50 ლარის გადახდას, საზოგადოება, როგორც „მოსახლეობის დახჩობას"- ასე აფასებს. ეს მაშინ, როცა ავტომფლობელების უმრავლესობა 50 ლარს კვირაში ბენზინზე ხარჯავს. რა არის ეს, თუ არა ახირება?
არც ჯარიმები იყო უსაშველოდ მაღალი და ის მხოლოდ იმ ავტომფლობელებს ეკისრებოდათ ვინც კონკრეტულად პარკირების წესებს არღვევდა. ყველაფერი სრულიად გამჭირვალე და გასაგები იყო.
სასაცილო იყო, ბრალდება „სიტი პარკის" მისამართით, თითქოს კომპანიამ მიწისქვეშა პარკინგები არ ააშენა.
რა თქმა უნდა, რიგით ქართველმა არ იცის, რა გიგანტური ინვესტიციები სჭირდება მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობას, „სიტი-პარკს" წელიწადში 50 ლარი ან თუნდაც ჯარიმისგან მიღებული შემოსავალი ამისთვის არ ჰყოფნიდა.
ეს ქართული სოციალიზმია, გვინდა დაბალი გადასახადები და დიდი საბიუჯეტო ხარჯები ერთდროულად. პარკინგის მაღალი გადასახადი არ გვინდა, მაგრამ უძვირესი მიწისქვეშა პარკინგები გვინდა.
ეს რომ შეუთავსებელი სურვილებია არავის აინტერესებს. ან რა უნდა გაგიკვირდეთ ერისგან, რომელიც ათწლეულების მანძილზე გულწრფელად მიიჩნევდა, რომ რადგანაც საქართველოში ბევრი წყალია, ის უფასო უნდა იყოს...
რას გაიგებს საშუალოსტატისტიკური ქართველი, რომ ფული არა წყალი, არამედ მისი დამუშავება, სახლებამდე მიწოდება და გიგანტური ინფრასტრუქტურის შენახვა ღირს.
ფაქტია, რომ „სიტი-პარკი სრულიად უმიზეზოდ მასობრივი სიძულვილის ობიექტი გახდა. „სიტი პარკზე" პოლიტიკოსებიც კი ლაპარაკობდნენ, ისინი კომპანიის საქართველოდან გაძევებას ითხოვდნენ.
„წავიდეს საქართველოდან სისხლისმსმელი „სიტი-პარკი" - ამ განწყობამ თითქმის საყოველთაო ხასიათი მიიღო.
როდესაც კომპანია ბოლოს და ბოლოს თბილისის მერიამ სახლში გაუშვა, ქართველ ხალხში პატარა ზეიმი იყო, როგორც იქნა, პარაზიტი და ადამიანების დამახჩობელი „სიტი-პარკი" წავიდა, წაეთრა, წაშავდა...
თუმცა, ისევე, როგორც პოლიტიკაში, მემარხცენე პოპულიზმს მოკლე ფეხები აქვს, შეგიძლიათ აგინოთ ბოლო სიტყვებით ვინც გნებავთ, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევით. „სიტი პარკის" წასვლის შემდეგ ქალაქის პარკირების სისტემა სახელმწიფოს ჩაბარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვეში 50 ლარით მიწისქვეშა პარკინგების აშენება შეუძლებელია. „სიტი-პარკისთვისაც" და თბილისის მერიისთვის.
საყოვეთაო სიძულვილის ობიექტი „სიტი პარკი" წავიდა, წაეთრა, წაშავდა მაგრამ არც საპარკინგე ადგილები მომატებულა, არც ახალი პარკინგები აშენებულა, არც ჯარიმები შემცირებულა... ერთადერთი შემცირდა დამრღვევი მანქანების, ქუჩიდან, ევაკუატორებით გაყვანა. თუმცა, ეს პირობა „სიტი პარკისთვის" რომ წაეყენებიათ, ალბათ უარს არც ის იტყოდა.
ქალაქის მერია დიდი ხნის მანძილზე შეუთავსებელის შეთავსებას, იაფი გადასახადით პარკირების ეფექტურად მართვას ცდილობდა. თუმცა, წლების მანძილზე დადასტურდა ის, რაც ჯერ კიდევ „სიტი პარკის" დროს იყო ნათელი. მცირე გადასახადი, მცირე შემოსავალს და შესაბამისად მცირე ხარჯებს ნიშნავს. დაბალი გადასახადი, მცირე ბიუჯეტს ნიშნავს. ეს უმარტივესი ეკონომიკური ჭეშმარიტებები მიუწვდომელია ქართველთა უმრავლესობისთვის, რომლებიც არა ტვინით, არამედ კუნდუსუნით აზროვნებს.
აი უკვე რამდენიმე თვეა თბილისში, სხვადასხვა უბნებში ფასიანი პარკირება ამუშავდა, ეს რომ „სიტი პარკს" ექნა მის მესვეურებს ცოცხლად ჩამოახჩობდნენ, თუმცა, ახლა საზოგადოება სდუმს.
ალბათ ყველას გვახსოვს, რომ ზვიად გამსახურდია საპრეზიდენტო „მერსედესის" შეძენისთვის ლამის ცოცხლად შეჭამეს და მისი ძალისმიერი დამხობის ერთ-ერთი არგუმენტად „მერსედესის" შეძენა მოჰყავდათ.
შემდეგ მოვიდნენ მისი მოწინაამღდეგეები, რომლებმაც გაცილებით მეტი „მერსედესი" თუ „ბმვ" იყიდეს, თუმცა საზოგადოებაში ამ ფაქტს აღშფოთება არ გამოუწვევია.
ასე რომ „სიტი პარკი", უბრალოდ ერთი უიღბლო კომპანიის ისტორია არაა, ეს ქართული პოლიტიკური ინსტინქტების ერთ-ერთი ნათელი მაჩვენებელია.
მტელი ქართული პოლიტიკა, ყოფა და ყოველდღიურობა, უამრავი ასეთი მცირე თუ დიდი „სიტი პარკებისგან" შედგება.

ავტორი:თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა