გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა
რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ პროექტზე მუშაობს, საქართველოში არ შემოუშვეს
ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო მერაბ კაკულიამ და გოჩა მაცაბერიძემ დატოვეს

05.05.2022 | 13:03 ნახვები: 393

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო ქართველმა წევრებმა მერაბ კაკულია და გოჩა მაცაბერიძემ დატოვეს.

ცნობილი ხდება, რომ მათ სამეთვალყურეო საბჭოში უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ.  
ამჟამად საბჭოში მხოლოდ 4 წევრი - ოთხივე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რჩება: სერგეი სტეპანოვი, ილნარ შაიმარდანოვი, იულია კოპიტოვა და ასია ზახაროვა.
სანქციების გამო რუსული „ვითიბის“ ქართული შვილობილი ამჟამად ტრანზაქციებს ვერ ახორციელებს, რის გამოც ვითიბიმ პორტფელის უდიდესი ნაწილი გაასხვისა.

საცალო სესხებისა და დეპოზიტების პორტფელი „ბაზისბანკმა“ გადაიბარა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესსესხებისა და დეპოზიტების პორტფელი - „ლიბერთიმ“.
2021 წელი ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ 1.552 მლრდ ლარის სესხების პორტფელით დახურა, 2022 წლის I კვარტალის ბოლოს მთლიანი სესხები მხოლოდ 347 მლნ ლარამდე იყო.
ბანკის აქტივებიც 4-ჯერ შემცირდა და 2.1 მილიარდის ნაცვლად, ახლა „ვითიბის“ აქტივები ნახევარ მილიარდ ლარს მცირედით აღემატება.
გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მფლობელის ცვლილებაც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა