მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია

საქართველოში კომპრომისის მიღწევა ყოველთვის უჭირთ

04.23.2021 | 14:49 ნახვები: 824

ეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ რიგით ადამიანებსაც ეხებათ. ანეკდოტივით ყვებიან ისტორიას, რომელიც დიდი ალბათობით რეალობაა - არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში სულ ორად-ორი ქართული ოჯახი ცხოვრობს და ისინიც კი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.
შორეულ ბუენოს-აირესშიც კი ქართველებმა ერთმანეთთან გადაკიდების და გაბუტვის სავარაუდოდ, ორღობე - უმნიშვნელო მიზეზი მოძებნეს - წარმოიდგინეთ რა ვნებები დუღს იქ, სადაც 3,7 მლნ. ქართველია ერთად თავყმოყრილი.
ქართველთა უმრავლესობის ბავშვური ემოციური ჩამოუყალიბებლობის ფონზე სულ არაა გასაკვირი, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი მუდმივად ვიღაცასთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება.
არც ისაა დაუჯერებელი, რომ იგივე წესებით ცხოვრობს ქართული პოლიტიკაც - მეტიც, გასაკვირი იქნებოდა სხვანაირად რომ იყოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ყველაზე ჭკვიანები, განათლებულები და საღად მოაზროვნეები პოლიტიკაში როგორც წესი, არ მიდიან.
მით უმეტეს საქართველოში, სადაც პოლიტიკა ტრადიციულად ბინძურ საქმედ ითვლება, ამ სფეროში ყველაზე გაუნათლებლები, გონებრივად ჩამორჩენილები, ზღვარგადასულად ამბიციურები და ნებისმიერ სხვა საქმიანობაში წარუმატებლობით გამორჩეული ადამიანები მიდიან.
რაც უფრო პრიმიტიულია ადამიანი, და რაც უფრო ვიწროა მისი მსოფმხედველობა - როგორც წესი, მით უფრო თავდაჯერებული და ამბიციურია ის. ჭკვიან ადამიანს თავის სიმართლეში ყოველთვის ეჭვი ეპარება, უტვინოს და ერთუჯრედიანს კი - არასდროს.
სწორედ ამიტომაა ქართულ პოლიტიკაში ირგვლივ შექმნილი რეალობის აღქმის და შეფასებს იმდენად მწვავე დეფიციტი, რომ ზოგჯერ ფიქრობ - გამორიცხულია ამ დონეზე გულუბრყვილოები იყონ და რეალობას ასე ფატალურად ვერ ხედავდნენ. ალბათ რაღაცა ისეთი იციან, რაც ჩვენ არ ვიცით.
მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც წესი აღმოჩნდება, რომ არც არაფერი განსაკუთრებული არ იციან და მხოლოდ გამართლების და საკუთარი სიმაგრის ზედმეტი რწმენის იმედით არიან.
ბოლო ნახევარი წელია საქართველო ნაწილობრივი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ცხოვრობს. „ნაწილობრივის" - იმიტომ, რომ კლასიკური პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს, რომ ხელისუფლებლება საპარლამენტო უმრავლესობას არ ფლობს, მთავრობას ვერ აკომპლექტებს,და საბოლოო ჯამში, ქვეყანას ვერ მართავს.
არც ერთი ეს პირობა ჩვენთან არ არის - ხვალ ხელისუფლებამ ყოველგვარ მოლაპარაკებებზე და კომპრომისზე უარი რომ განაცხადოს - არც არაფერი შეიცვლება. ისინი მშვიდად და აუღელვებლად დარჩებიან ქვეყნის სათავეებში ისე, რომ არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ.
ისინი საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ-ჯერობით ფლობენ, არჩევნების ლეგიტიმურობას კი მთელი მსოფლიო აღიარებს, და პირველ რიგში - დასავლეთი.
ის, რომ მოსახლეობის 52% მათ მართვის კანონიერებას არ აღიარებს - მხოლოდ მორალური პრობლემაა, რაც ბევრ არ ნიშნავს ადამიანებისთვის, ვისაც მორალი არ გააჩნია - ბიძინა ივანიშვილმა ხომ მილიარდები 90-ანი წლების რუსეთის დაუნდობელ ჯუნგლებში იშოვა, რა დროს ნამუსი ან მორალია.
თავიდანვე, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების შემდეგ ქუჩაში უკმაყოფილო მოქალაქეთა კრიტიკული რაოდენობის გამოყვანა და ფართო საპროტესტო მოძრაობის გაშლა ვერ მოახერხა, ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებას არაფერი ემუქრება და იმათ, ოპოზიციასთან კომპრომსზე წასვლის არანაირი გადაუდებელი აუცილებლობა არ გააჩნიათ - ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ხოლო დასავლეთი ოპოზიციის მხრიდან „ოცნების", როგორც პრორუსული, პუტინის მიერ მართულ ძალის შეფასებას არ ეთანხმება, შესაბამისად, მის შეცვლას ნებისმიერი გზით გადაუდებელ აუცილებლობად არ თვლის.
ფაქტიურად ხელისუფლებას შეუძლია გაჯიუტდეს და საერთოდ არაფერი დათმოს - ალბათ დღეს უკვე ყველაზე იდეალისტ-ოპოზიციონერებს არა აქვთ იმის ილუზია, რომ ჯიუტობის გამო „ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საერთაშორისო სანცქიები მიიღოს - ეს არ მოხვდება მანამ, სანამ ხელისუფლება წითელ ხაზებს არ კვეთს და ჰიბრიდული რეჟიმიდან პირდაპირ დიქტატურაზე არ გადადის.
დასავლეთს დღევანდელი ხელისუფლება აწყობს - ის ზომიერად ანტირუსულია, ის პოლიტიკურ და მედია-პლიურალიზმს ასე თუ ისე პატივს სცემს. ნიკა მელია კი, ამერიკელების და ევროპელების გადასახედიდან, ფაქტობრივად თავისი ნებით ზის. მას ხომ ნებისმიერ მომენტში გარეთ გასვლა შეუძლია, რაც წარმოუდგენელი ფუფუნებაა მაგალითად, ალექსეი ნავალნსთვის ან ალექსანდ ლუკაშენკოს მოწინაამღდეგეებისთვის.
ბოლოს და ბოლოს დასავლეთს ქართველი ხალხის მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობა დაენახა, კიდევ ხო, მაგრამ არც ეს ჩანს. შესაბამისად, ევროპა და ამერიკა ქოც-მთავრობის შეცვლის ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავს.
ამ ვითარებაში გაუგებარია ოპოზიციის ნაწილის გაჯიუტება ხელისუფლებასთან შეთანხმების მიუღებლობის კუთხით. ისეთი შთაბეჭდილებ იქმნება, თითქოს ისინი სადღაც სხვა, პარალელურ საყაროში ცხოვრობენ, სადავც მათ სტრატეგიული უპირატესობა აქვთ და შესაბამისად, თამაშს წესებსაც თავად კარნახობენ.
სამწუხაროდ, დღეს ასე არაა - თუ რაიმე შეთანხმება შედგა ან მომავალში შედგება, ეს არა ოპოზიციის განსაკუთრებული სიძლიერის, არამედ დასავლეთის ძალისხმევის შედეგი იქნება.
ილუზორულ სამყაროში, სადაც რადიკალი ანტიბიძინისტები ცხოვრობენ, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში პროტესტის გაამოსახატად გამოდის, მიშას ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდება და რევოლუციის მოხდენა სურს.
სამწუხაროდ, რეალური სამყარო, რომლის აღქმა მათ ან არ სურთ, ან არ შეუძლიათ, სულ სხვაგვარია - რეალურ საქართველოში საშინელი პოლიტიკური აპათიაა, ადამიანებს არც რევოლუცია სურთ და არც საპროტესტო აქციები, უმეტესობა მხოლოდ უცხოეთში გაქცევაზე ფიქრობს.
ამ მდგომარეობაში გაჯიუტება, საარჩევნო რეფორმის, პირველ რიგში ბარიერის გაწევის ჩაგდება და არარსებული რევოლუციური მუხტით მუქარა- სწორედ ისაა, რაც იმ ბუენოს-აირესელ ქართველებს ახასიათებდათ - არაადეკვატუობა და საკუთარი წარმოდგენების რეალობაზე მაღლა დაყენება.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გაჯიუტების ფუფუნება არა აქვს - საბოლოოდ მათ ან მიღებულ შეთავაზებაზე დათანხმება, ან მითიური რევოლუციის იმედით კიდევ ერთი შანსის ხელიდან გაშვება და კიდევ ერთი, ამჯერად უკვე 2024 წლის არჩევნებში წაგება მოუწევთ.
ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა