ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

საქართველოში კოვიდინფიცირებულების გამოვლენა შესაძლოა, ვეღარ მოხერხდეს

04.22.2021 | 14:06 ნახვები: 227

„საქართველოში საკმაოდ დიდი დეფიციტია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი," - აცხადებს „ევროპული საქართველოს" მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი.

კალოიანის თქმით, სისტემამ ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა მალე შესაძლოა, ვეღარ მოახერხოს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი დეფიციტია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი. ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის წესით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა ამ გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით. 25 ათასი სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზაა. მსგავსი დეფიციტების შექმნა ძალიან სახიფათოა და მიუთითებს პროცესის ძალიან ცუდ დაგეგმვაზე. მაშინ, როდესაც აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში რაოდენობის ზრდას ველოდებით, ამ ფონზე ტესტების დეფიციტი ძალიან დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული. ჩვენ შეიძლება, აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას. ის კვლევა, რომელიც შიდსის და ინფექციურ სნეულებათა ცენტრმა გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი მოსახლეობის მესამედი არ არის იდენტიფიცირებული, ზუსტად მსგავსი არასწორი დაგეგმვის შედეგია. ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანიის პირობებში, ტესტების დეფიციტი შეიძლება დრამატული აღმოჩნდეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემა. რაც მთავარია, სწორად დაგეგმოს ისე, რომ ყოველთვიურად არ მოგვიწიოს სწრაფი შესყიდვის წესით ამის შეძენა, რაც კორუფციულ რისკებს ზრდის", - განაცხადა კალოიანმა ბრიფინგზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა