სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება
Poland reveals challenges in donating new aid packages to Ukraine
Trump: Survival of Ukraine important for U.S.

თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2.6 პროცენტით გაიზარდა

04.15.2022 | 12:21 ნახვები: 413

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 193.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 625.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით, ანუ 4.9 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 90.7 პროცენტი მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან გადმოირიცხა – 36.05 მლნ აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 27.00 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს აშშ 25.64 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი – 18.95 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 16.97 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2022 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 77.8 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6 პროცენტით ნაკლებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა